30 დეკემბერი, 2014

მთაწმინდის სატელევიზიო ანძასთან სამი ვარსკვლავი გაიხსნა

andza1მთაწმინდის სატელევიზიო ანძასთან 30 დეკემბერს კიდევ სამი ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.

ქართული ტელევიზიის ცნობილ ტელეწამყვანებს ჟანეტა არჩვაძეს, თენგიზ ნათაძეს და ნუგზარ ჯუღელს სახელობითი ვარსკვლავები გაუხსნეს.

ვარსკვლავები სწორედ იმ ადგილას გაისხნა, საიდანაც მათი პირველი ეთერი გავიდა.

ამ ტრადიციას შარშან ჩაეყარა საფუძველი. მისი ინიციატორი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე გოგა ჩართოლანია. მთაწმინდის სატელევიზიო ანძასთან პირველად ლია მიქაძის, ალექსანდრა მაჭავარიანის და ჯულიეტა ვაშაყმაძის ვარსკვლავები გაიხსნა.

30 დეკემბერი საქართველოს პირველი ტელევიზიის დაბადების დღეა. წელს მას 58 წელი შეუსრულდა. ტელევიზიის ღვაწლმოსილი მოღვაწეების ვარსკვლავების გახსნაც ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართა.