22 დეკემბერი, 2014

კომედი შოუს კონცერტები იწყება

komedi123 დეკემბრიდან კომედი შოუ, ვანოს შოუ და ქერის უბანი საახალწლო კონცერტებს იწყებენ. კონცერტები 24 და 26 დეკემბერსაც გაიმართება.

იუმორისტებმა სრულიად ახალი პროგრამა მოამზადეს საახალწლო კონცერტებისთვის. ისინი ბოლო უწვეტ რეპეტიციებს გადიან და მაყურებელთან შესახვედრად ემზადებიან. გუნდს უკვე დაუბრუნდა თათია სულუაშვილიც, რომელმაც ორი თვის წინ მეორე შვილი გააჩინა.

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მისული მაყურებელი იხილავს იუმორისტების მიერ შექმნილ ცნობილ სახეებს, მათ შორის პოლიტიკოსებს, მომღერლებსა და მსახიობებს და ასევე კარგად ნაცნობ გმირებს ახალ სასაცილო სიტუაციებში.

მიუხედავად იმისა, ორგანიზატორებმა დღეში ორი კონცერტი დანიშნეს, ბილეთები ელვის სისწრაფით გაიყიდა და მათზე ახლაც დეფიციტია. ბილეთის ფასი 15-20 ლარია.