5 დეკემბერი, 2014

კახა კინწურაშვილმა “ერთი ერთში” დატოვა

kaxa1მსახიობმა კახა კინწურაშვილმა მუსიკალური პროექტი “ერთი ერთში”, რომელიც ტელეკომპანია “ჯიდიესის” ეთერში ყოველ ოთხშაბათს გადის, დატოვა.

მუსიკალური შოუ უკვე მესამე სეზონს ატარებს და ორი სეზონია მისი უცვლელი წამყვანები კახა კინწურაშვილი და რუსკა მაყაშვილი არიან. მომავალ ოთხშაბათს პროექტის წაყვანა რუსკას მარტო მოუწევს, რადგან კახა შოუში აღარ იქნება

ამის მიზეზი მუსიკისა და დრამის თეატრის ჩინეთის ქალაქ პეკინში გამართული მეექვსე საერთაშორისო თეატრალური ოლიმპიადაში მონაწილეობაა, რომელიც 9-17 დეკემბერს ტარდება. თეატრი დავით დოიაშვილის მიერ დადგმულ “მაკბეთს” ითამაშებს. კახა კინწურაშვილს ამ სპექტაკლში მაკდაფის როლი აქვს. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მომავალ ოთხშაბათს რუსკა მაყაშვილი შოუს მარტო გაუძღვება.