29 დეკემბერი, 2014

ჯასტინ ბიბერი შემოქმედებით ტაიმ აუტს იღებს

jastina1მომღერალი ჯასტინ ბიბერი კარიერაში შემოქმედებით ტაიმ აუტს იღებს. ეს განცხადება მომღერალმა თავად გაავრცელა მიკრობლოგში:

“ნამდვილად მაქვს მიზეზები, რომ ჩემს მუსიკალურ კარიერაში შესვენება გამოვაცხადო. ამის შესახებ ძალიან მალე გაიგებთ. მადლობას გიხდით მოთმინებისთვის.”

ცნობილია, რომ მომღერალს უყვარს თავისი ფანების სიურპრიზებით განებივრება. ზუსტად ერთი წლის წინ, ბიბერმა განცხადება გააკეთა, რომ ასრულებდა კარიერას და სცენიდანაც მიდიოდა, რითაც ბევრ თაყვანისმცემელს გული დაწყვიტა. მათდა საბედნიეროდ, ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა და 2014 წელი ჯასტინისთვის საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებულიც გამოდგა.