18 დეკემბერი, 2014

გიორგი უშიკიშვილი მოგზაურობას იწყებს

ushika1მომღერალი გიორგი უშიკიშვილი მოგზაურობას იწყებს. ის მთელ საქართველოს შემოივლის და ქართულ ფოლკლორულ ჯგუფებს გააცნობს საზოგადოებას. მომღერალი ამ ექსპედიციას სპეციალური მისიით იწყებს. ის ყოველ პარასკევს “რუსთავი 2”-ის გადაცემა სხვა შუადღეში ქართული ფოლკლორის ბლოკს გაუძღვება:

“მეგობრებო, ერთი სასიამოვნო სიახლე მაქვს. 26 დეკემბრიდან, ყოველ პარასკევს, “რუსთავი 2”- ის ეთერში გადაცემა შუადღის ფორმატში, ბოლო ბლოკი დაეთმობა ფოლკლორს, რომელსაც მე წავუძღვები. მოვივლი მთელ საქართველოს კიდევ ერთხელ, მოვამზადებთ სიუჟეტებს და პირდაპირ ეთერში მოვიწვევ ყველა თაობის საინტერესო ადამიანს და ფოლკლორულ ჯგუფებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ვფქრობ ეს იქნება ეფექტური საშუალება ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისა მომავალ თაობებში და არა მარტო. მსურს დიდი მადლობა გადავუხადო “რუსთავი 2″-ს ასეთი მნიშვნელოვანი ეროვნული საქმის წამოწყებისათვის. 26 დეკემბრიდან კიდევ ერთი საინტერესო ეტაპი იწყება ქართულ ფოლკლორში.”