28 დეკემბერი, 2014

დენზელ ვაშინგტონი 60 წლის გახდა

denzel428 დეკემბერს ამერიკელი მსახიობი დენზელ ვაშინგტონი 60 წლის იუბილეს ზეიმობს. უცხოელმა ჟურნალისტებმა ოსკაროსანი ხელოვანის სამსახიობო კარიერას გადახედეს და ის ფილმები დაასახელა, რომელიც მისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო.

”GLORY”, ”MALCOLM X”, ”CRIMSON TIDE”, ”TRAINING DAY”, ”AMERICAN GANGSTER”, ”FLIGHT”- ეს ის ფილმებია, რომლებშიც იუბილარმა მსახიობმა დაუვიწყარი როლები შეასრულა.

დენზელ ჰეის ვაშინგტონი კინორეჟისორი და კინოპროდიუსერია. ის ოსკარის ორგზის ლაურეატია საუკეთესო მთავარი და საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლებისთვის.

მსახიობის პირველი ფილმი იყო სპორტული დრამა „ვილმა”. ამ ფილმის გადაღებებზე გაიცნო მომავალი მეუღლე პაულეტა პერსონი. მათ ოთხი შვილი ჰყავთ ვაჟი ჯონ დევიდი, ქალიშვილი კატია და ტყუპები მალკომი და ოლივია.
დენზელ ვაშინგტონი გადაიღეს კომედიაში „ზუსტი ასლი”, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. ამერიკელ მაყურებლებში პოპულარობა სერიალმა „სენტ-ელსვერმა” მოუტანა. ამ სერიალში ვაშინგტონი 6 წლის განმავლობაში მონაწილეობდა.

ფილმში „თავისუფლების ძახილი” შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის იუბილარი მსახიობი ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე. მსახიობმა მიიღო პირველი ოსკარი სამოქალაქო ომზე გადაღებულ ფილმში „დიდება” შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის. ის კვლავ წარადგინეს ოსკარზე სპაიკ ლის ფილმ „მალკოლმ იქსში“ შესრულებული სულიერი ლიდერის როლსთვის. კინოკრიტიკოსმა როჯერ ებერტმა და რეჟისორმა მარტინ სკორსეზემ ფილმი 1990-იანების საუკეთესო ფილმთა შორის მოიხსენიეს. დენზელმა ლის სხვა ფილმებშიც ითამაშა “ბლუზი უკეთესი ცხოვრებისთვის”, „მისი თამაში” მილა იოვოვიჩთან ერთად და „მოუხელთებელი” კლაივ ოუენთან და ჯოდი ფოსტერთან ერთად.

დენზელ ვაშინგტონმა ტომ ჰენქსთან და ანტონიო ბანდერასთან ერთად განასახიერა ჰომოფობი ადვოკატის როლი ფილმში „ფილადელფია“. მან მიიღო ოქროს გლობუსის პრემია და ბერლინის 50-ე კინოფესტივალის საუკეთესოს მსახიობი მამაკაცის ჯილდო ფილმ „ქარიშხალში” შესრულებული მოკრივის როლისთვის. დენზელმა პირველად თავის კარიერაში ითამაშა უარყოფითი პერსონაჟის როლი ფილმში „საწვრთნელი დღე“, სისთვისაც ოსკარი მოიპოვა.