1 დეკემბერი, 2014

ანჯელინა ჯოლი ავარიაში მოყვა

5ლოს ანჯელესში, პრემიერიდან სახლში მიმავალი 39 წლის ანჯელინა ჯოლი ავარიაში მოყვა. როგორც უცხოური გამოცემები წერენ, მსახიობი ერთ-ერთი ფილმის ჩვენებიდან ბრუნდებოდა, როცა მისმა მანქანამ გადაჭარბებული სიჩქარის გამო, საჭე ვერ დაიმორჩილა და ბარდიურს შეასკდა.

გამოცემების წყაროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევამ ჰოლივუდის მსახიობი ძალიან შეაშინა. საბედნიეროდ, ავარია მსხვერპლის გარეშე დასრულდა და 6 შვილის დედა ტრავმებს გადაურჩა.