19 დეკემბერი, 2014

ანა ტიფუ თბილისში დაუკრავს

ana1მსოფლიოში ცნობილი იტალიელი მევიოლინე ანა ტიფუ თბილისში კონცერტს გამართავს. 19 დეკემბერს რუსთაველის თეატრში ის მონაწილეობას მიიღებს კონცერტში, რომელიც ევრიკავშირის ჟურნალისტური პრიზით დაჯილდოების ცერემონიას ეხება. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობს თბილისის ოპერის ორკესტრი და მას ჯანლუკა მარჩიანო უდირიჟორებს. ღონისძიება დახურულია, ამიტომ მასზე დასწრებას ყველა ვერ მოახერხებს. კონცერტზე დამსწრეთა შორის აღმოჩნდა რეჟისორი დავით საყვარელიძე, რომელიც ინფორმაციის ნაკლებობით გაოცებულია:

“დღეს ცნობილი მევიოლინე ანა ტიფუ უკრავს რუსთაველის თეატრში. გამიკვირდა, არავინ იცოდა ამის შესახებ. ვერსად ვნახე რეკლამა ან პოსტი. კიდევ კარგი ორგანიზატორებმა დამპატიჟეს. ცოცხლად არ მომისმენია, მაგრამ ძალიან ქაჩავენ ამ გოგოს ევროპაში. 8 ნოემბერს გუსტავო დუდამელთან და სიმონ ბოლივარის სახელობის ორკესტრთან ტრიმფალური კონცერტი ჩაატარა, ყოველ შემთხვევაში, ასე წერენ პრესაში. თბილისში უკრავს. არავინ იცის, მოკლედ უნდა მოვისმინოთ, ვნახოთ რას იზამს.”

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში მიზნად ისახავს ქართულ მედიაში ისეთი ჟურნალისტური ნაშრომების აღიარებას, რომელიც შესრულებულია პროფესიულ დონეზე და ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით. ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის ინიციატივაა და ის 2012 წლიდან არსებობს. ყოველ წელს პრიზი გამოავლენს ქართულ პრესაში, ტელევიზიაში, რადიოსა და სოციალურ მედიაში ისეთი ჟურნალისტურ ნაშრომებს, რომელიც ხელს უწყობს ევროკავშირის ღირებულებების უკეთ გაგებას. წლევანდელ პრიზზე საქართველოს მასშტაბით წარდგენლილია 72 ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც გამოქვეყნდა 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 30 ოქტომბრამდე საქართველოში რეგისტრირებული მედია არხების მეშვეობით. ნომიანციებში გამარჯვებულებს გადაეცემათ ჯილდო ბროლის გლობუსი და ფულადი პრემია 3.500 ლარის ოდენობით.

წელს ევროკავშირის სადამკვირებლო მისია მეორედ დააჯილდოებს „მშვიდობის ჟურნალისტიკის პრიზის გამარჯვებულს. მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის პრიზის მიზანია, მოხდეს ისეთი მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე ჟურნალისტიკის წახალისება, რომელსაც წვლილი შეაქვს ნდობისა და მშვიდობის დამკვიდრებაში. 2014 წელს მშვიდობის პრიზზე 35 ჟურნალისტია წარდგენილი.