14 დეკემბერი აკაკი კვანტალიანის დაბადების დღეა

ak114 დეკემბერს ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის აკაკი კვანტალიანის დაბადებიდან 107 წელი შესრულდა.

მსახიობი თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა ამავე დროს მონაწილეობდა თბილისის მუშათა თეატრის წარმოდგენებში. საბოლოოდ მსახიობმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ თეატრისა და კინოსთვის მიეძღვნა თავი.

1928 წელს ის მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გახდა და სიცოცხლის ბოლომდე ამ თეატრში დარჩა, თუმცა მუშაობდა საქართველოს ფილარმონიაშიც. აკაკი კვანტალიანის სახელთან არის დაკავშირებული ქართული ესტრადის თეატრის ჩამოყალიბება, რადგან ის საკმაოდ დიდი წარმატებით მოღვაწეობდა საესტრადო ჟანრში.

პირველი კინოროლი მიიღო ფილმში “ქოჩორა”, მას მოყვა სხვადასხვა კინორეჟისორებთან მუშაობა ფილმებში “აბეზარა”, “დიპლომო სასიძო”, “მაგდანას ლურჯა”. მთლიანობაში აკაკი კვანტალიანმა მონაწილეობა მიიღო 30-მდე ფილმში და მაყურებელში დიდი სიყვარული მოიპოვა. მისი უკანასკნელი ფილმი კი აღმოჩნდა “უკანასკნელი ჯვაროსნები”.

აკაკი კვანტალიანი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.