პარლამენტარი და მსახიობი ზაზა პაპუაშვილი საზოგადოებას მარტივ რჩევას აძლევს:
“ზოგიერთ ბოღმით და ღვარძლით გულგასიებულ (ისედაც გასიებულ), ტვინ და სულდაბნელებულ, ცვედან, გაუნიჭოებულ, ლპობაში თავის ნებით შესულ, მტრისა და მოყვრის ვერ (თუ ჯინაზე არ) გამრჩევ, გულის ნაცვლად უკანალის მიმშვერ, სხვის მოშურნეს და ტალახში ამომსვრელ ვერაგ, ვიგინდარა ადამიანებს (თუ “ადამიანს”) ვისაც ყოველდღიურ საქმედ (უსაქმურობის გამო ალბათ?! ან უსადგისობის ანდა ყვერების არქონის გამო) ხალხის ლანძღვა და სხვისთვის “ზნეობის, მორალის და ვაჟკაცობის” სწავლა დაუსახავს მიზნად, ერთ მარტივ რჩევას მივცემ (შეიძლება იუკადრისონ კიდეც) სულხან-საბას იგავს “კუ და მორიელი” გადაავლონ თვალი.”