“სიმინდის კუნძულის” პიარკამპანიისათვის 145.000 ლარი დაიხარჯება

17გიორგი ოვაშვილის გახმაურებული ფილმის “სიმინდის კუნძული” პიარკამპანიისთვის 145.000 ლარი დაიხარჯება. ამ თანხას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იმ დამატებით 575.317 ლარიდან გამოყოფს, რომელსაც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიიღებს.

როგორც მთავრობის N2019 განკარგულებაშია აღნიშნული, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აღნიშნულ თანხას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიიღებს.

განკარგულებაში წერია, რომ გამოყოფილი საერთო თანხიდან 150.000 ლარი სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ხარჯების დასაფინანსებლად დაიხარჯება, ხოლო 145.140 ლარი კი აშშ-ში ფილმის „სიმინდის კუნძული” პიარკამპანიის საწარმოებლადად.

139.950 ლარი პროექტის „სინთეზური ხელოვნება-მხატვრის წიგნი: ვეფხისტყაოსანი” დაფინანსებას მოხმარდება. 90.000 ლარი მოხმარდება თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალის ჩატარებას, ხოლო 50.227 ლარი კი სსიპ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიერ განათების, გახმოვანების და ინტერნეტქსელის სისტემების მოწყობა-განახლებისთვის დაიხარჯება.