27 ნოემბერი, 2014

რობერტ დე ნიროს ახალ ფილმში იღებენ

17ჰოლივუდის მსახიობმა რობერტ დენირომ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ თანხმობა განაცხადა მონაწილეობა მიიღოს რეჟისორის დევიდ ო რასელის ახალ ფილმში. მისი პარტნიორი ამ ფილმში ჯენიფერ ლოურენსი იქნება.

ფილმს სამუშაო სახელი “ჯოი” ჰქვია. მისი ისტორია აგებულია ამერიკელი დიასახლისის ჯოი მანგანოს ისტორიაზე, რომელიც პოპულარული თავისი გამოგონებით გახდა.

რობერტ დე ნირო ჯოი მანგანოს მამის როლს ითამაშებს, მთავარ როლს კი ჯენიფერ ლოურენსი შეასრულებს. ტაბლოიდების ინფორმაციით, ფილმის რეჟისორი მოლაპარაკებებს აწარმოებს ბრედლი კუპერთან.

რობერტ დე ნირო და ჯენიფერ ლოურენსი დევიდ ო რასელის ფილმში ერთად უკვე მესამედ თამაშობენ. წინა ორი ფილმი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და მან არაერთი საერთაშორისო ჯილდო და აღიარება მოუტანა როგორც მსახიობებს, ასევე შემოქმედებით ჯგუფს.