24 ნოემბერი, 2014

ყველაზე ეპატაჟური ქალების ხუთეული დადგენილია

8უცხოურმა გამოცემებმა მსოფლიოს ყველაზე ეტაპაჟური ქალების ხუთეული შეადგინეს.

ხუთეულის სათავეში როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე სკანდალური და უკონტროლო მაილის საირუსი მოექცა. მომღერალი მაქსიმალურად ცდილობს სექსუალური რევოლუცია მოახდინოს სცენაზე და ამისთვის უკან არაფერზე იხევს.

მეორე ადგილი დაიკავა მსახიობმა ლინდსი ლოჰანმა. ის ცნობილია არა ფილმებში შესრულებული როლებით, არამედ თავისი სკანდალურობით. მისი სახელი დაკავშირებულია ნარკოტიკებთან, არაწესიერ კავშირებთან და კანონთან პრობლემებთან.

მესამე ადგილი ხუთეულში როკ ვარსკვლავ კორტნი ლავს უჭირავს. მას ხულიგანი გოგოს მეტსახელი ჯერ კიდევ მაშინ შეერქვა, სანამ კურტ კობეინს გაიცნობდა. მათი სახელები ყოველთვის დაკავშირებული იყო ნარკოტიკებთან. კურტ კობეინის გარდაცვალების შემდეგ, ეპატაჟურ მომღერალს ახალი ბრალდებები წაუყენეს ქმრის მკვლელობასთან დაკავშირებით. კოლეგებთან კონფლიქტი, გამომწვევი ქცევები სცენაზე, ნარკოდამოკიდებულება – როკ ვარსკვლავის ბიოგრაფიაში მრავლად არის.

მეოთხე ადგილზეა სუპერმოდელი ნაომი კემბელი. ტყუილად არ აქვს მას მეტსახელი “ქალი სკანდალი”. “შავი პანტერას” კაპრიზების დაკმაყოფილება ყოველთვის სკანდალით სრულდებოდა, მათ შორის ხულიგნობისთვის დაპატიმრებითაც.

ბოლო და საპატიო ადგილი გამოკითხვაში მომღერალმა ბრიტნი სპირსმა დაიკავა. ბავშვებთან არასათანადო მოპყრობა, ალკოყოლიზმი, თავის გადაპარსვა, ნერვული შეტევები თუ მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა ბრიტნი სპირსის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუმცა მომღერალი დროულად მოერია საკუთარ თავს და მავნე ჩვევების დამარცხება შეძლო. ახლა ის ამ ყველაფერს როგორც ცუდ სიზმარს, ისე იხსენებს და მთელ თავის დროს თავის შვილებს უთმობს.