25 ნოემბერი, 2014

ქეით მილდტონთან ვახშამი 100.000 დოლარი ღირს

The Duke And Duchess Of Cambridge Attend African Cats - UK Premiere in Aid of Tuskქეით მიდლტონთან ვახშმობა ყველას შეუძლია, ვინც 100.000 დოლარის ღირებულების ბილეთს შეიძენს.

დეკემბრის შუა რიცხვებში ქეით მიდლტონი და მისი მეუღლე ნიუ იორკში ჩაფრინდებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მეტროპოლიტენის მუზეუმში გამართულ საქველმოქმედო ვახშამში. ვახშამი იმ უნივერსიტეტს ეძღვნება, რომელიც მათ დაამთავრეს.

ორსული ქეთი მიდლტონი ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება საქველმოქმედო ღონისძიებებზე. გასული კვირა მან ლონდონში კენსინგტონის სასახლეში გაატარა და პირველი პრემიის მფლობელებიც დააჯილდოვა.