30 ნოემბერი, 2014

პოლ უოკერის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

9გახმაურებული ფილმის “ფორსაჟი” მთავარი გმირის შემსრულებლის პოლ უოკერის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. მომხიბვლელი მსახიობი ჟურნალისტებთან მისმა მამამ პოლ უოკერ-უფროსმა გაიხსენა. მისი თქმით, ის ყოველთვის გრძნობს თავისი შვილის სიახლოვეს:

“პოლი სიყვარულს აფრქვევდა. მას უზომოდ კეთილი გული ჰქონდა. ის არასდროს იყო ყალბი. ჩემს თავს ყოველთვის ვეკითხებოდი, რით დავიმსახურე ასეთი კარგი შვილი რომ მყავს-მეთქი. მას არასდროს უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილი იყო, ის ხშირად მეუბნებოდა, რომ არ მოსწონდა ეს სამსახური, მაგრამ იმ თანხით, რასაც ვიღებ, ბევრი კარგი საქმის გაკეთება შემიძლიაო.

40 წლის პოლ უოკერი შარშან 30 ნოემბერს ავტოკატასტროფის დროს გარდაიცვალა. ის მეგობართან როჯერ როდასთან ერთად იჯდა მანქანაში. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მძღოლმა სიჩქარეს გადააჭარბა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ხეს შეეჯახა, აალდა და ორივე მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.