27 ნოემბერი, 2014

ფილიპინელი ფერმწერის ნამუშევრები ხელოვნების მუზეუმშია

127 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ფილიპინელი ფერმწერის პანჩო პიანოს ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით ,,იმედის ფერები” გაიხსნება.

პანჩო პიანო ქმნის როგორც ფერწერულ ტილოებს, ისე-ვიტრაჟებს. მისი კომპოზიციები სხვადასხვა ფილიპინურ მითებზე არის აგებული. მისი ნამუშევრებით გაფორმებულია არაერთი სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციის ინტერიერი. მხატვარს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ნაციონალურ და საერთაშორისო გამოფენაში.

ექსპოზიციის ფარგლებში 3 დეკემბერს ქართველი პოეტი ბარსელი საათნახევრის განმავლობაში წაიკითხავს თავის ნაწარმოებებს, რომელთა მიხედვითაც პანჩო პიანო აუდიტორიის წინაშე შექმნის მხატვრულ ნამუშევარს.

პროექტის მიზანია წარმოაჩინოს საქართველოსა და ფილიპინებს შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულება. გამოფენა იმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოში ფილიპინების საკონსულოს ეგიდით.

გამოფენა 4 დეკემბრამდე გაგრძელდება.