29 ნოემბერი, 2014

მიკი რურკი ტრიუმფით დაბრუნდა

1962 წლის ამერიკელმა მსახიობმა მიკი რურკმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რინგზე დაბრუნება ტრიუმფით დაიწყო. მან თავისი მეტოქე ასევე ამერიკელი მოკრივე 29 წლის ელიოტ სეიმური ნოკაუტით დაამარცხა. გამარჯვება მსახიობმა მეორე რაუნდში მოიპოვა.

მიკი რურკმა პროფესიონალურ რინგზე დაბრუნება საბოლოოდ გადაწყვიტა. ამისთვის მსახიობი რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდა და 16 კილოც დაიკლო. ახალგაზრდობაში მიკი რურკი კრივში მსოფლიოში ცნობილ მწვრთნელთან ფრედი როუჩთან ვარჯიშობდა. ბოლოს მსახიობი პროფესიულ რინგზე 1994 წელს გამოვიდა, ახლა კი ისევ კრივში დაბრუნდა.