მაიკო კაჭკაჭიშვილი რჩეულს ეძებს

12არაერთი ქართული ჰიტის ავტორი და მომღერალი მაიკო კაჭკაჭიშვილი რჩეულს ეძებს. თუმცა რჩეულში ქმარი სულაც არ იგულისხმება, მაიკო რჩეულ სტუდენტს ეძებს, რომელსაც მუსიკალურ კონკურსში “სტუდენტური ხმა” ჩართავს.

“სტუდენტური ხმა” პირველად ტარდება და მას ორი სუპერ მწვრთნელი ჰყავს – მაიკო კაჭკაჭიშვილი და ძვალი.

შესარჩევმა კონკურსმა 21 ნოემბრიდან აიღო სტარტი და ყოველ პარასკევს “კაბანა”-ში ჩატარდება, სადაც მწვრთნელები ყველაზე ძლიერი “სტუდენტური ხმის” ძიებას დაიწყებენ.