27 ნოემბერი, 2014

კურტ კობეინზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

13ჯგუფ “ნირვანას” სოლისტის კურტ კობეინის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. იდეის ავტორი და ფილმის პროდიუსერი მომღერლის ქალიშვილი ფრენსის ბინ კობეინია. მან ეს განცხადება ტვიტერში გაავრცელა.

ფილმის რეჟისორად შერჩეულია ბრეტ მორგენი. რეჟისორს ნება დართეს კურტ კობეინის არქივი ზედმიწევნით დეტალურად შეესწავლა, სადაც მნიშვნელოვანი აუდიო, ვიდეო და ფოტომასალა იქნა შერჩეული. რეჟისორმა ფილმზე 8 თვე იმუშავა. ფილმის ფინალურ ვარიანტში შევიდა “ნირვანას” საკონცერტო გამოსვლების საუკეთესო მომენტები და ასევე კურტ კობეინის გამოუქვეყნებელი მუსიკალური კომპოზიციები. ფილმის შექმნაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა მომღერლის ქვრივი კორტნი ლავი.

ფილმს “ნირვანას” ერთ-ერთი ტრეკის სახელს შეურჩევენ და მისი ნახვა მაყურებელს მომავალ წელს შეეძლება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მუსიკოსზე ფილმს იღებენ. სხვადასხვა რეჟისორების მიერ შექმნილ ფილმებს მომავალი წლიდან ბრეტ მორგენის დოკუმენტური ფილმიც შეემატება.