30 ნოემბერი, 2014

კონჩიტამ ევროვიზიის ლოგოტიპი შეცვალა

112ევროვიზიას ახალი ლოგოტიპი აქვს. ცვლილება კონკურსში წლევანდელმა გამარჯვებულმა კონჩიტა ვურსტმა გამოიწვია. ის ცნობილია თავისი ტოლერანტობით და გეების მსოფლიო კუმირიც გახდა.

2015 წელს კონკურსი კონჩიტას გამარჯვების გამო ავსტრიტს დედაქალაქ ვენაში ჩატარდება. კოკნურსის ორგანიზატორებმა უკვე მოიფიქრეს “ევროვიზია 2015”-ის ლოგო და ის სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

მომავალი წლის ევროვიზიის გზავნილი “ავაშენოთ ხიდები” ადამიანთა კულტურის და ცხოვრების სტერეპოტიპების განურჩევლად, სიყვარული, მეგობრობა და ერთად ყოფნაა. ეს გზავნილი არა მარტო კონჩიტას სამშვიდობო საქმიანობას უკავშირდება, არამედ მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლის იუბილესაც.