26 ნოემბერი, 2014

კონჩიტამ ახალი სინგლი ჩაწერა

5ავსტრიელმა მომღერალმა კონჩიტა ვურსტმა, რომელმაც წელს ევროვიზიაზე გაიმარჯვა, ახალი სინგლი ჩაწერა.

“ჰიროუს” – ასე ჰქვია ახალ სიმღერას, რომელიც ლირიული ჟანრისაა და აითუნსის საშუალებით მისი მოსმენაც შესაძლებელია. სინგლი კონჩიტას ახალ ალბომში შევა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა ერქმევა ალბომს ან როდის გამოვა.

ახალ სიმღერებზე მუშაობის პარალელურად, კონჩიტა აქტიურ საზოგადო მოღვაწეობასაც ეწევა. რამდენიმე დღის წინ მან გაეროს ვენის განყოფილებაში იმღერა, სადაც აპლოდისმენტები გაეროს გენერალური მდივნისგან პან გი მუნისგანაც მიიღო.