27 ნოემბერი, 2014

ჯონი დეპმა საცოლე გაანაწყენა

15“კარიბის ზღვის მეკობრეების” მთავარმა გმირმა ჯონი დეპმა საცოლე გაანაწყენა. მომხიბვლელმა ემბერ ჰარდმა დეპს დაჯილდოების ცერემონიალზე არასაკრიდისად გამოსვლა არ აპატია. როგორც მათთან დაახლოებულმა პირმა ამერიკულ გამოცემა “სთარს” განუცხადა, წყვილის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა:

“ემბერს ძალიან უჭირს იმის დაჯერება, რომ ჯონი ასე სულელურად მოიქცა. ამან შეიძლება მის კარიერას სერიოზული ზიანი მიაყენოს.”

ბოლო დროს ჯონი დეპი ალკოჰოლს ისე ძლიერ ეძალება, რომ გარშემომყოფები მის სარეაბილიტაციო კლინიკაში მიყვანაზე ალაპარაკდნენ. ტაბლოიდები იმასაც წერენ, რომ მსახიობი ვანესა პარადისთან 13 წლიანი ოჯახის დანგრევას განიცდის და დარდს სასმელში კლავს.