26 ნოემბერი, 2014

ჯენიფერ ლოურენსმა ლიამ ჰემსვორტთან რომანი გააბა

2“შიმშილის თამაშების” მსახიობმა ჯენიფერ ლოურენსმა თავისსავე პარტნიორთან ამავე ფილმში ლიამ ჰემსვორტთან რომანი გააბა. ბოლო პერიოდში ჯენიფერის ცხოვრება მისი გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა.

ჯენიფერმა დიდი ხნის შეყვარებულთან ნიკოლას ნოლტომთან დაშორების შემდეგ, რომანი გააბა “ქოლდფლეის” ლიდერთან კრის მარტინთან, თუმცა მასთან ურთიერთობაც მალევე დაასრულა.

ტაბლოიდები ამჯერად მსახიობის რომანზე წერენ, რომელიც ჯენიფერმა ლიამ ჰემსვორტთან გააბა. ლიამი ქრის ჰემსვორტის (თორის შემსრულებელი) უმცროსი ძმაა. როგორც უცხოურ გამოცემებს წყვილთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა:

“ისინი ასეთი ურთიერთობით ძალიან ბედნიერები არიან. მათ შორის ყოველთვის იყო არანორმალური ლტოლვა, მაგრამ არც ერთი არ იყო თავისუფალი ერთსა და იმავე დროს და არასდროს აძლევდნენ თავისუფლებას საკუთარ გრძნობებს.”