27 ნოემბერი, 2014

ჯასთინ ტიმბერლეიკი ბიზნესმენი ხდება

Justin Timberlake Visit "The Tonight Show Starring Jimmy Fallon"ჯასთინ ტიმბერლეიკი ბიზნესმენი ხდება. მან გადაწყვიტა შეიძინოს ამერიკული კომპანიის “აფთერ მასთერ” აქციები. კომპანია აწარმოებს კომპიუტერულ ჩიპებს აუდიოჩანაწერების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ჩიპები გამოიყენება როგორც კომპიუტერებში, ასევე პლანშეტებში, სმარტფონებში, ტელევიზორებში, ყურსასმენებში. მომღერლის აზრით, მსგავს ტექნოლოგიებს მუსიკაში ნამდვილი რევოლუციის მოხდენა შეუძლია:

“ძალიან მიხარია, რომ ამ კომპანიის ნაწილი ვხდები. როცა მივხვდი, რა შეუძლია ამ ტექნოლოგიას, მაშინვე გადავწვყიტე პროექტში ჩართვა.”