29 ნოემბერი, 2014

გრიბოედოვის თეატრი საერთაშორისო პროექტში ჩაერთო

40გრიბოედოვის თეატრი საერთაშორისო პროექტში ჩაერთო. პირველ დეკემბერს გრიბოედოვის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება სპექტაკლის „უფროსი ვაჟი“ რადიოჩაწერა.

ამით თეატრი საერთაშორისო პროექტში ერთვება, რომელიც გულისხმობს რუსეთის ფარგლებს გარეთ მყოფი თეატრების ერთი სპექტაკლის ჩაწერას და შემდგომში მის ტრანსლაციას რადიოს ეთერით.
პოექტს რუსეთის თეატრალურ მოყვაწეთა კავშირი ახორციელებს „რადიო როსსი“-სთან ერთობლივად. რადიოს ყოველდღიური აუდიტორია 80 მილიონ მსმენელს აღემატება და ის ერთერთ ყველაზე პოპლულარულ რადიოტალღად ითვლება.
პროექტის მიზანია დსთ და ბალტიის ქვეყნების რუსული თეატრების საუკეთესო სპექტაკლების წარმოდგენა, მათი შენარჩუნება მომავალი თაობებისთვის. პროექტის ფარგლებში უკვე ჩაიწერა უკრაინის, მოლდოვის, ლიტვის, ყირგიზეთის, სომხეთის და ესტონეთის რუსული თეატრების სპექტაკლები.

ამჯერად კი „რადიო როსიის“ შემოქმედებითი ჯგუფი თბილისს ესტუმრება. სპექტაკლის „უფროსი ვაჟი“ (ალექსანდრე ვამპილოვის პიესის მიხედვით) პრემიერა 2014 წლის 7 ოქტომბერს გრიბოედოვის თეატრის მცირე სცენაზე თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში შედგა.

დამდგმელი რეჟისორია- გიორგი მარგველაშვილი, მხატვარი მირიან შველიძე. სპექტაკლში მონაწილეობენ აპოლონ კუბლაშვილი, დიმიტრი მერაბიშვილი, ვალერი ხარიუტჩენკო, ლაშა გურგენიძე, ივანე ქურასბედიანი, მარიამ კიტია, სოფიო ლომჯარია, ინა ვორობიოვა, ანასტასია გარმატიუკი, მედეა მუმლაძე, ქრისტოფორე ფილიევი.

ეს არის ისტორია ორ ახალგაზრდაზე, რომელთაც შემოაღამდათ უცნობ გარეუბანში და გასათევის ძიებაში ერთ ოჯახს შეეკედლნენ. შემთხვევითმა შეხვედრამ კი ყველა გმირის ცხოვრება შეცვალა.