28 ნოემბერი, 2014

“ერისიონს” შენობიდან ასახლებენ

12სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ “ერისიონს” რუსთაველის N16-ში მდებარე შენობიდან ასახლებენ.

კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, დიმიტრი ქუმსიაშვილთან, ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელთან, ჯემალ ჭკუასელთან და არქიტექტორებთან ერთად ანსამბლ „ერისიონისთვის“ გადასაცემი ერთ-ერთი ალტერნატიული შენობა ე.წ. „მედიკოსების სახლი“ დაათვალიერეს.

სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონს“ შენობის პრობლემა მრავალი წელია აქვს. მის საკუთრებაშია დაუმთავრებელი ფართი პეტრიაშვილის ქუჩაზე, რომელიც სარეპეტიციოდ გამოუსადეგარია, ამიტომ ანსამბლი რეპეტიციებს რუსთაველის N16-ში მდებარე ამორტიზებულ შენობაში მართავს. კულტურის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს დახმარებით ცდილობს, მაქსიმალურად სწრაფად მოაგვაროს სახელმწიფო ანსამბლის ეს პრობლემა. „ერისიონისთვის“ გადასაცემად რამდენიმე შენობიდან ერთ-ერთი, მათ შორის „მედიკოსების სახლი“ განიხილება.