25 ნოემბერი, 2014

ემირ კუსტურიცა 60 წლის გახდა

18სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა 60 წლის გახდა. რეჟისორი აღიარებს, რომ ფილმებს არასდროს იღებდა იმისთვის, რათა კრიტიკოსთა აღიარება მოეპოვებინა. არადა იუბილარ რეჟისორს 5 პრიზი კანის კინოფესტივალზე აქვს მიღებული და 7 ვენეციის კინოფესტივალზე:

“არასდროს მიმუშავია პრიზებისთვის. იმითაც ვკმაყოფილდებოდი, რომ ჩემს მიერ გადაღებულ ფილმებს არასდროს შევურცხვენივარ. ჩემთვის მთავარია, ჩემს ფილმებს ჰქონდეს სათქმელი, დააფიქროს მაყურებელი და მიიყვანოს დადებით კათარზისადმე. უკვე 60 წლის ვარ, რამდენიმე ფილმის გადაღება დამრჩა და მორჩა. ფილმის შექმნა  ძალიან რთულია, ნამდვილად არ მაქვს დრო, ცუდი ფილმი გადავიღო.”