22 ნოემბერი, 2014

ბიორკი 49 წლის გახდა

4ისლანდიელი მომღერალი ბიორკი 49 წლის გახდა. 11 წლის ასაკში მას პირველი კონტრაქტი შესთავაზეს. თავის პირველ ალბომში მან გააერთიანა საბავშვო სიმღერები და ბითლზის რეპერტუარი ისლანდიურ ენაზე. მისი სიმღერები ჟანრობრივად მრავალფეროვანია, ბიორკი ასრულებს ალტერნატიულ როკს, ინდი-პოპს, ტრიპ-ჰოპს, მოდერნ კლასიკს. ბიორკის ალბომები მილიონობით ტირაჟებით იყიდება. მან სპეციალური ალბომი მიუძღვნა ინდოეთის ოკეანეში მომხდარი ცუნამის დროს გარდაცვლილებს და 250.000 ფუნტი მოაგროვა.

14 წლისამ პირველი პანკ-ჯგუფი ჩამოაყალიბა, ამის შემდეგ მომღერალი არაერთ პროექტს ჩაუდგა სათავეში და დღემდე ერთ-ერთ წარმატებულ მომღერლად ითვლება, წერს ახალ სიმღერებს, იღებს კლიპებს და მონაწილეობს სხვადასხვა ფესტივალებში. ის არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელია. ბიორკით დაინტერესდნენ ფილმის რეჟისორებიც, მან 8 ფილმში მიიღო მონაწილეობა და თავისი მსახიობური შესაძლებლობები გამოავლინა.