29 ნოემბერი, 2014

ანზორ ერქომაიშვილი საჯარო ლექციას წაიკითხავს

132 დეკემბერს ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ბიბლიოთეკაში საჯარო ლექციას წაიკითხავს. სასწავლებლის პროფესორი საჯარო ლექციას ჩაატარებს თემაზე „ქართული უნიკალური აუდიოჩანაწერები“.

გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის მიზანია რწმენისა და ცოდნის სინთეზზე, განათლების უწყვეტობასა და მემკვიდრეობითობაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო და სხვა საქმიანობა, რომელიც ემსახურება საზოგადოების ორიენტაციას ქრისტიანულ (მართლმადიდებლურ) ღირებულებებზე; ქართული ტრადიციული მგალობელ-მომღერლების მომზადება, მათი საშემსრულებლო დონის ამაღლება, მრავალსაუკუნოვანი სამგალობლო ტრადიციების აღდგენა; პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისთვის და ქართული გალობა-სიმღერის ტრადიციის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა და განვითარება.

ანზორ ერქომაიშვილი ამავე სასაწავლებლის პროფესიორია და უკვე წლებია ანსამბლ “რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელია. ლოტბარი ათეული წლებია ქართულ ფოლკლორს აგროვებს და იკვლევს. ამჯერად ის დაინტერესებულ საზოგადოებას საჯარო ლექციაზე ეპატიჟება, სადაც საუბარი ქართულ უნიკალურ აუდიოჩანაწერებს მიეძღვნება.