ანრი ჯოხაძე ახალ კლიპს იღებს

2ეპატაჟური მომღერალი ანრი ჯოხაძე ახალ კლიპს იღებს. ამჟამად მომღერალი ბაკურიანში იმყოფება, სადაც კლიპის გადაღებები აქტიურად მიმდინარეობს. ახალი კლიპისთვის მომღერალმა უკვე დაამზადებინა სპეციალური გამჭვირვალე როიალი, რომელიც საკუთარ სახლში დაამონტაჟა.

ანრიმ ახალი კლიპისთვის გოგონების ქასტინგიც გამოაცხადა და ყველაზე ლამაზებს თავის კლიპში მონაწილეობას დაპირდა. ანრის უკვე მზად აქვს კიდევ ერთი კლიპი, რომელიც ნიკო გომელაურის ლექსზე “ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს” გადაიღო და მასში თავისი კოლეგა მეგობრები დააკავა.

ყველა აღიარებს, რომ ანრი ჯოხაძე ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული ქართველი მომღერალია, რომელიც არ ჩერდება და ახალი კლიპებითა და სიმღერებით ყოველთვის ანებივრებს ქართულ საზოგადოებას.