19 ნოემბერი ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა. მას 53 წელი შეუსრულდებოდა.
მეფის დაბადების დღესთან დაკავშირებით, გამომცემლობა “ინტელექტი” კინოთეატრი “ამირანი” და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი “ჩემი წიგნი” გიწვევთ კინოთეატრ “ამირანის: მე-3 დარბაზში ირაკლი ჩარკვიანის რომანის “მშვიდი ცურვა” მიხედვით გადაღებული ფილმის ჩვენებაზე.
კინოჩვენების პარალელურად გაიმართება ირაკლი ჩარკვიანის აქამდე უცნობი ფოტოების გამოფენა. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.