კატეგორია: თეატრი

მარჯანიშვილის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

მარჯანიშვილის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

მარჯანიშვილის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 6, 7 და 9 დეკემბერს თეატრის დიდ სცენაზე რეჟისორი ციცინო კობიაშვილი მაყურებელს წარუდგენს ნილ საიმონის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს “კაცები”. სპექტაკლია სცენოგრაფია ლევან წულაძეს ეკუთვნის, კოსტუმების მხატვარი ოლიკო ბერიძეა, მუსიკალური გამფორმებელი ზურაბ გაგლოშვილი, რეჟისორის თანაშემწე ნინო კალანდაძე. სპექტაკლში მონაწილეობენ დიმიტრი ტატიშვილი (არჩილი, სპორტული კომენტატორი), თემო კილაძე ლუარსაბი (ჩიტო) (არქიტექტორი), ზაზა გოგუაძე ფარნა […]

მოხეტიალე ზღაპარი თოჯინების თეატრშია

მოხეტიალე ზღაპარი თოჯინების თეატრშია

გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა პრემიერა შესთავაზა თავის ერთგულ მაყურებელს. “მოხეტიალე ზღაპარი” – ასე ეწოდება წარმოდგენას, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ელენე მაცხონაშვილმა განახორციელა. “არსებობენ ღამეები, რომლებიც სხვა დანარჩენი ღამეებისგან განსხვავდებიან… როდესაც ასეთი ღამე დგება, გეჩვენება, რომ რაღაც განსაკუთრებულად ციმციმებენ ვარსკვლავები, ლამპიონებიც რაღაც იდუმალ სინათლეს ასხივებენ… ასეთი ღამის დადგომისას მღელვარებისაგან გული გიჩქარდება და გგონია, შენი […]

ჩრდილების თეატრი სეზონს ხსნის

ჩრდილების თეატრი სეზონს ხსნის

რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე ჩრდილების თეატრის მეოთხე სეზონს სპექტაკლით “რა საოცარი დღეა” გახსნის. სპექტაკლი ასოციატურად ეხება ადამიანის დაბადებას, ბავშვობას, სიყვარულს, განშორებას, სიკვდილს, სულის უკვდავებას… სპექტაკლი ეყრდნობა აფრიკულ ფოლკლორსა და ჯაზს. წარმოდგენის რეჟისორია გელა კანდელაკი, მუსიკალური კონსულტანტები რევაზ კიკნაძე, თამაზ ყურაშვილი, ზურაბ ნადარეიშვილი, კესტუტის ვაიგინისი. სპექტაკლში მონაწილეობენ ვადიმ შუბითიძე, ელენე მურჯიკნელი, ზურაბ ქვაჩახია, ლევან ჩაჩანიძე, პაატა […]

ზესტაფონის თეატრში პრემიერაა

ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერაა. პატარა მაყურებლისთვის თოჯინური სპექტაკლი “ყინჩა ბიჭის თავგადასავალი” დაიდგა. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი იური ფოფხაძეა, რომელმაც წარმოდგენა ვლადიმერ ორლოვის მიხედვით განახორციელა. სპექტაკლის მხატვარია ნათია ბერაძე. ახალ წარმოდგენაში მარეხ აბესაძე, ვახტანგ კვინიკაძე და ნინო ცარციძე მონაწილეობენ.

რობერტ სტურუას ბათუმში ელოდებიან

რობერტ სტურუას ბათუმში ელოდებიან

რეჟისორ რობერტ სტურუას ბათუმში ელოდებიან. 2 დეკემბერს რუსთაველის თეატრი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ საგანმანათლებო-სახელოვნებო პროექტს ,,სტურუას შექსპირის სამყარო“, ამიტომაც ბათუმი რეჟისორ რობერტ სტურუას მასპინძლობს. უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შედგება რობერტ სტურუას სპექტაკლის ,,ჰამლეტი“ ვიდეოჩვენება, გამოიფინება რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცული ფოტო მასალა, რომლებიც რობერტ სტურუას შექსპირულ დადგმებს ასახავენ. ,,სტურუას შექსპირის სამყარო“ ახალგაზრდებისთვის უფრო მიმზიდველს […]

ოპერისა და ბალეტის თეატრში ახალი სამხატვრო აირჩიეს

ოპერისა და ბალეტის თეატრში ახალი სამხატვრო აირჩიეს

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სამხატვრო საბჭოს არჩევნები დასრულდა. ამ არჩევნებს თეატრის დასის წევრებმა ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული უწოდა თეატრის ისტორიაში. სამხატვრო საბჭოში 17 წევრია. ძველი სამხატვრო საბჭოს გადარჩევის საკითხი ამავე საბჭოს 10-მა წევრმა სამხატვრო საბჭოს მორიგ კრებაზე დააყენა. მათი თქმით, სამხატვრო საბჭოს ფუნქციები და მოვალეობები არ გააჩნდა და ვერც თავიანთ როლს ხედავდნენ […]

მოზარდმაყურებელთა თეატრი ზუგდიდში მიდის

მოზარდმაყურებელთა თეატრი ზუგდიდში მიდის

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი ზუგდიდში გასტროლზე მიდის. 30 ნოემბერს მოზარდმაყურებელთა თეატრის მიერ წარმოდგენილი იქნება ორი სპექტაკლი: “ხუთკუნჭულა” რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი და “ჩვენ გველის დიდება” რეჟისორი მანანა ბერიკაშვილი. დიმიტრი ხვთისიაშვილის “ხუთკუნჭულა” ამავე სახელწოდების ზღაპრის მიხედვით არის დადგმული. სპექტაკლის მხატვარი ნინო ჩიტაიშვილია, მუსიკალური გამფორმებელი ალექსანდრა ლორთქიფანიძე, ქორეოგრაფი ანანო სამსონაძე. სპექტაკლში მონაწილეობენ თამარ მამულაშვილი, დავით ხახიძე, მარიამ […]

კოტე ფურცელაძის “კარმენი” თურქეთში დააჯილდოვეს

კოტე ფურცელაძის "კარმენი" თურქეთში დააჯილდოვეს

ქორეოგრაფ კოტე ფურცელაძის სპექტაკლი “კარმენი” თურქეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე დააჯილდოვეს. ფესტივალი თურქეთის ქალაქ ანკარაში მიმდინარეობს და მასში სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური დასები იღებენ მონაწილეობას. “კარმენი” ქორეოგრაფიული დრამაა ერთ მოქმედებად. მასში გამოყენებულია ბიზე-შჩედრინის მუსიკა და პროსპერ მერიმეს ლიბრეტო. კოსტუმების მხატვარია ანანო მოსიძე, განათების მხატვარი ია ნადირაშვილი, ხმის რეჟისორი ემზარ ბეგიაშვილი. კარმენს ანა ალექსიშვილი ასახიერებს, ხოსეს ბაჩო ჩაჩიბაია, […]

გრიბოედოვის თეატრი საერთაშორისო პროექტში ჩაერთო

გრიბოედოვის თეატრი საერთაშორისო პროექტში ჩაერთო

გრიბოედოვის თეატრი საერთაშორისო პროექტში ჩაერთო. პირველ დეკემბერს გრიბოედოვის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება სპექტაკლის „უფროსი ვაჟი“ რადიოჩაწერა. ამით თეატრი საერთაშორისო პროექტში ერთვება, რომელიც გულისხმობს რუსეთის ფარგლებს გარეთ მყოფი თეატრების ერთი სპექტაკლის ჩაწერას და შემდგომში მის ტრანსლაციას რადიოს ეთერით. პოექტს რუსეთის თეატრალურ მოყვაწეთა კავშირი ახორციელებს „რადიო როსსი“-სთან ერთობლივად. რადიოს ყოველდღიური აუდიტორია 80 მილიონ მსმენელს აღემატება და ის […]

კალიგულა ფოთის თეატრშია

კალიგულა ფოთის თეატრშია

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 17 დეკემბერს თეატრში გაიმართება ახალი სპექტაკლის პრემიერა. პაატა ციკოლია და ოთო ქათამაძე აკეთებენ პიესას ალბერ კამიუს “კალიგულას” მოტივებზე. შემოქმედებით ჯგუფში გაერთიანებული არიან პაატა ციკოლია, ოთო ქათამაძე, ქეთი ნადიბაიძე, თენგიხ ნოზაძე, ნიარა ჭიჭინაძე, ლილი ბოდაველი, ნოდარ ბჟალავა, რამინ კილასონია, გიორგი სურმავა, მარიკა ბუკია, ნინო პაჭკორია, თამუნა ჭუბაბრია, გენო […]

გვერდი 55 - 56« პირველი5253545556