კატეგორია: თეატრი

თეატრალურმა საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილი დააჯილდოვა

თეატრალურმა საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილი დააჯილდოვა

ქართული თეატრის დღეს აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში თეატრალურმა საზოგადოებამ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დააჯილდოვა. თეატრალებთან ერთად დაჯილდოვებულთა შორის აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც “დავით სარაჯიშვილის პრემია” მიიღო. ეს პრემია მეცენატებისათვის დაარსდა. იგი გადაეცემათ თეატრალური ხელოვნების განვითარებისა და ხელშეწყობისათვის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს. ამ პრემიის პირველი ლაურეატები ბიძინა ივანიშვილთან ერთად გახდნენ გიორგი თოფაძე, თელავის ღვინის მარანი, ლაშა პაპაშვილი, გიორგი რამიშვილი და […]

რას ერჩიან პანტომიმის თეატრს?

რას ერჩიან პანტომიმის თეატრს?

პანტომიმის თეატრი უკვე მესამედ თეატრის დღეს ბოროტმოქმედებისგან დაზარალებული ხვდება. უცნობმა პირებმა თეატრის ფასადი დააზიანეს და შუშა ჩაამტვრიეს. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პანტომიმის თეატრში ვანდალური აქტი ხორციელდება. ამირან შალიკაშვილი, უმცროსი: “ასე გვილოცავენ უკვე მესამედ თეატრის დღეს, მაგრამ ჩვენ მაინც 20 იანვარს 20:00 საათზე გეპატიჟებით სპექტაკლზე „ნატვრის ხე“… მოდი და ააშენე თეატრი შენი ხელით.”

მოზარდ მაყურებელთა თეატრი საქველმოქმედო აქციას გამართავს

მოზარდ მაყურებელთა თეატრი საქველმოქმედო აქციას გამართავს

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი 9 იანვარს 14 საათზე „საახალწლო ნაძვის ხეზე“ აფხაზეთში დაღუპული, დაჭრილი ჯარისკაცებისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების შვილებს უმასპინძლებს. საქველმოქმედო აქციაში მოზარდ მაყურებელთა თეატრთან ერთად ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურიც მონაწილეობს. პატარა მაყურებლის საახალწლო განწყობაზე ბავშვებისთვის საყვარელი ზღაპრების გმირები იზრუნებენ. საახალწლო შოუს შემდეგ ზღაპრის გმირები ბავშვებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებს გადაიღებენ.

სოსო ნემსაძე თეატრალური მოღვაწეთა კავშირის შეჯანჯღარებას ითხოვს

სოსო ნემსაძე თეატრალური მოღვაწეთა კავშირის შეჯანჯღარებას ითხოვს

რეჟისორი სოსო ნემსაძე წინასაახალწლოდ თოვლის ბაბუას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას სთხოვს: “ვთხოვ თოვლის ბაბუას მიმაღებინოს ის (სწორი) გადაწყვეტილება, რაც სინამდვილეში სჭირდება 2018 წელს ააიპ გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ ან სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრს შემოქმედებითი განვითარებისთვის. კულტურის სამინისტროს კი დაანახოს რეგიონში ერთადერთი ობლად დარჩენილი პროფესიული დრამატული თეატრის ბედი და სტატუსი, თეატრალურ მოღვაწეთა კავშირი შეაჯანჯღაროს და […]

ქეთი დოლიძე: “ვაი, თქვენს სამართალს!”

ქეთი დოლიძე: ,,დამანებეთ თავი!’’

– ასე ეხმაურება კინომსახიობთა თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ქეთი დოლიძე სააპელაციო სასამართლოს მიერ საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას გია როინიშვილის კინომსახიობთა თეატრში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ. ქეთი დოლიძე: “მაინტერესებს, რა სასამართლოა ქვეყანაში, როცა მსახიობს, რომელიც 7 წლის მანძილზე სცენაზე არ მდგარა, არ დადიოდა, მაგრამ ურცხვად ფულს იღებდა არაფრის კეთებაში, დასცინოდა თეატრს, […]

გია როინიშვილი: “სამწლიანი დავა სასამართლოში დასრულებულია!”

გია როინიშვილი: "სამწლიანი დავა სასამართლოში დასრულებულია!"

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მსახიობ გია როინიშვილის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ. გია როინიშვილი: “სამწლიანი დავა სასამართლოში დასრულებულია! დღეს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ჩემი თუმანიშვილის თეატრში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ! სარჩელი დაკმაყოფილებულია სრულიად! მინდა აღვნიშნო, რომ სააპელაციოში გასაჩივრება მოხდა […]

ლევან წულაძის საერთაშორისო წარმატება

ლევან წულაძე უცხოელ ნომინანტებს შორის

ქართველი რეჟისორის ლევან წულაძის სპექტაკლი რჩეულთა შორის მოხვდა. საბერძნეთში ერთ-ერთმა გამოცემამ დაასახელა საუკეთესო 12 სპექტაკლი, რომელიც საახალწლო დღეებში აუცილებლად უნდა ნახო. ჩამონათვალში ლევან წულაძის მიერ დადგმული “ჰამლეტი” აღმოჩნდა. ქართველმა რეჟისორმა ათენში „დანაშაული და სასჯელის” განხორციელების შემდეგ, მეორე სპექტაკლიც დადგა და  არჩევანი “ჰამლეტზე” შეაჩერა. ლევან წულაძემ გადაწყვიტა შექსპირის ყველასთვის კარგად ცნობილი პიესა მაყურებლისთვის განსხვავებულად და ორიგინალურად შეეთავაზებინა.

“ნუ იპარავ”

სოსო ნემსაძე მამა გახდა

ასე მიმართავს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი სოსო ნემსაძე კოლეგებს: “ახალი თეატრალური კამპანიაა დასაწყები. “ნუ იპარავ” (რეჟისორებისთვის), ნაცნობ სცენიურ გარემოში ნუ ჩასვამთ ახალ სპექტაკლს. (მხატვრებისთვის) ნუ მოტყუვდები და ნუ წაახალისებ (ეს თატრმცოდნეებისთვის). პ.ს მე ჯობია გემს მივხედო.”

ჯადოსნური ზღაპარი მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ჯადოსნური ზღაპარი მოზარდ მაყურებელთა თეატრში

27 დეკემბრიდან 15 იანვრამდე, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე, რუსულენოვანი მაყურებლისთვის წარმოდგენილი იქნება ჯადოსნური ზღაპარი – „საახალწლო ფანტაზია“. პატარა მაყურებელს თოვლის ბაბუასთან ერთად, ბავშვების საყვარელი ზღაპრების გმირებიც შეხვდებიან გერდა, კაი, თოვლის დედოფალი, ტყის ელფები. დადგმის ხელმძღვანელი რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია. ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი კი გიორგი შენგელაია. სპექტაკლში მონაწილეობენ ნინო მუმლაძე, ედმონ გაბედავა, რამონა მიქელაძე, […]

საახალწლო წარმოდგენები მოზარდ მაყურებელთა თეატრში

საახალწლო წარმოდგენები მოზარდ მაყურებელთა თეატრში

26 დეკემბრიდან 15 იანვრამდე მოზარდ მაყურებელთა თეატრი პატარებს ინტერაქტიულ საახალწლო წარმოდგენებზე იწვევს. ჯადოსნური ნაძვის ხის გარშემო ბავშვებისთვის საყვარელი ზღაპრების გმირები შეიკრიბებიან. მხიარული, ფერადი, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრებით გაჯერებულ საახალწლო წარმოდგენებზე პატარა მაყურებლებისთვის იმღერებენ: ნაცარქექია, სალამურა, პოეტი ჯუჯა, ფიფქია, კომბლე, თოვლის ბაბუა, თოვლის გუნდა, სანტა კლაუსი, უფლისწულები, მზეთუნახავები, დედოფლები. მამაცი დარტანიანი კი საფრანგეთის დედოფალთან ერთად გვესტუმრება. […]