ჭდე: ვანო ტურაბელიძე

ბრალდებები მუსიკალურ პროექტს “მხოლოდ ქართული”

ბრალდებები მუსიკალურ პროექტს "მხოლოდ ქართული"

მუსიკალური პროექტი “მხოლოდ ქართული” საქართველოში მოგზაურობს და ყველაზე ნიჭიერ კონკურსანტებს არჩევს. ჟიურის წევრები მარინა ბერიძე, სოფო ნიჟარაძე და გიორგი უშიკიშვილი პროექტის წამყვანებთან ნიკა გრიგოლიასთან და ილო ბეროშვილთან ერთად საუკეთესოებს შოუში მოხვედრის შანსს აძლევენ. მომღერალი ბესიკ ნემსაძე შოუს მევსეურებს პოლიტიკურად მოტივირებულებს უწოდებს და სწორედ ამით ხსნის ერთ-ერთი კონკურსანტის ვანო ტურაბელიძის შოუს მიღმა დატოვებას. ვანო ტელეკომპანია “იმედის” […]

ვანო ტურაბელიძე დაქორწინდა

The Voice საქართველოს მონაწილის ილა წულაძის შემდეგ, პროექტის ფინალისტი ვანო ტურაბელიძე დაქორწინდა. მომღერალმა ანრი ჯოხაძის გუნდიდან პროექტის ყველა ეტაპი წარმატებით გადალახა და ფინალამდე მისვლა შეძლო, თუმცა გამარჯვებული ვერ გახდა. კონკურსანტის გაბედნიერების შესახებ სასიხარულო ინფორმაცია The Voice საქართველოს ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა: “ჩვენი კიდევ ერთი მონაწილე გაბედნიერდა! “ვოისის” შემოქმედებითი ჯგუფი ულოცავს ვანოს და თიკოს გაბედნიერებას!”

The Voice საქართველოს გამარჯვებული გამოვლენილია

The Voice საქართველომ მესამე სეზონი დაასრულა და გამარჯვებულიც გამოავლინა. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სალომე დოლიძე ნოდიკო ტატიშვილის გუნდიდან, გიორგი ნადიბაიძე ქეთა თოფურიას გუნდიდან, ვანო ტურაბელიძე ანრი ჯოხაძის გუნდიდან და შოთიკო ტატიშვილი ნუცა შანშიაშვილის გუნდიდან. მაყურებლის გადაწყვეტილებით, ხმათა 55 %-ით პროექტის გამარჯვებული გიორგი ნადიბაიძე გახდა, რომელსაც გადაეცა 3 ოთახიანი ბინა არქი დიღომში. პრიზებისა და ჯილდოების გარეშე არც შოუს […]