ჭდე: ალავერდი

გერგეტის სამებაში იატაკი აყარეს

გერგეტის სამება ულამაზეს ეკლესიათა ჩამონათვალშია

გერგეტის სამება თავისი სილამაზით და უნიკალური ადგილმდებარეობით საქართველოში ჩამოსულ ტურისტებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოს ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავჯდომარე‎ ია თაბაგარი ‎ავრცელებს ინფორმაციას, რომ გერგეტის სამებაში იატაკი აყრილია. სახარბიელო მდგომარეობა არც სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზეა. ია თაბაგარი: “მოგეხსენებათ გიდები და ტურიზმის დარგში მომუშავე ადამიანები ხშირად მოგზაურობენ საქართველოს კუთხეებში და შესაბამისად ფლობენ ინფორმაციას ძეგლებზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ. […]

ალავერდს საფრთხე შეექმნა

ალავერდს საფრთხე შეექმნა

კახეთში, ალაზნის ველზე მდებარე ერთ-ერთ თვალსაჩინო და უძველეს კულტურული ძეგლს – ალავერდს საფრთხე შეექმნა. 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, იოსებ ალავერდელის მიერ VI საუკუნეში დაარსებული ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია დაიტბოტა. ამის მიზეზი ორი მდინარის ადიდებაა. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უხვი ნალექი და მდინარეების ადიდება ალავერდს საფრთხეს უქმნის.