კატეგორია: საინტერესო

“განათლებული ადამიანი, იმდენად ნატურალურია, მას გული თვალებში უციმციმებს”

"განათლებული ადამიანი, იმდენად ნატურალურია, მას გული თვალებში უციმციმებს"

– განათლებული ადამიანი ვერასდროს განიცდის პირად კეთილდღეობას და ბედნიერებას, თუ მის ქალაქში, სოფელში, ქუჩაში, ხელგამოწვდილი მოხუცი, ან ბავშვი მათხოვრობს, – ეს არის ნაწყვეტი სულა სულაშვილის წიგნიდან “მზე, რომელიც ღამე ამოდის”: “მთელი ცხოვრება ვაკვირდები განათლებულ ადამიანებს და იცით რა აღმოვაჩინე? მათ გააჩნიათ მინიმალური თვითმოთხოვნილებები და მაქსიმალური ვალდებულებები. განათლებულ ადამიანებს არ ახასიათებს საწყისი ცხოველური ინსტიქტები და იმდენად ნატურალურები […]

შექსპირისთვის მნიშვნელოვანი მცენარე, რომელიც მეხსიერებას გაგიუმჯობესებთ

სამი წესი წარმატების მისაღწევად უილიამ შექსპირისგან

გაგიგიათ ცნობილი დრამატურგის უილიამ შექსპირისთვის მნიშვნელოვანი მცენარის შესახებ, რომელიც მეხსიერებას აუმჯობესებს? ეს მცენარე როზმარინია, რომლის სურნელიც ადამიანის მეხსიერებას არც მეტი, არც ნაკლები 75 პროცენტით აუმჯობესებს. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ დრამატურგმა თავის ყველაზე ცნობილ “ჰამლეტში” როზმარინი მოიხსენია. მისი ერთ-ერთი გმირი ოფელიაც ხომ ამბობს: “აი, შენ როზმარინი, ილოცე, გიყვარდე, გახსოვდე.” სხვადასხვა კვლევების შემდეგ, მეცნიერებმაც კი აღიარეს, […]

“ვიცოდეთ ერთად ყოფნის ყადრი!”

"ვიცოდეთ ერთად ყოფნის ყადრი!"

აღმოსავლეთმცოდნე და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე ხშირად გვანებივრებს შუა საუკუნეებისა და თანამედროვე არაბული და სპარსული ლიტერატურის ნიმუშებით. “არტ ინფო” გთავაზობთ ირანელი პოეტისა და კინორეჟისორის ფორუყ ფაროხზადის გიორგი ლობჟანიძისეულ თარგმანს: “მაოცებს წყლის ბუნება: თუ ხეებს შეუამხანაგდა, ააყვავებს, თუ ცეცხლს მიეკარა, ჩააქრობს, თუ უწმინდურებას წაააწყდა, განწმენდს. თუ ფქვილს ჩაეხუტა, გამოსაცხობად მოამზადებს, თუ მზეს დაუწყვილდა, ცისარტყელა წარმოიქმნება. მაგრამ თუ მარტო […]

“როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ადამიანი”

"როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ადამიანი"

ამის გასაგებად “არტ ინფო” გთავაზობთ მისტიკოსის, ფილოსოფოსისა და ფსიქოლოგის გიორგი გურჯიევის წერილს ქალიშვილისადმი: “როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ადამიანი: მთელი ყურადღება საკუთარი თავისკენ მიმართე. გააცნობიერე შენი ნებისმიერი ფიქრი, გრძნობა, სურვილი და ქმედება. რასაც დაიწყებ, ყოველთვის დაამთავრე. რასაც აკეთებ, გააკეთე საუკეთესოდ. არავითარ შემთხვევაში არ გახდე დამოკიდებული იმაზე, ვისაც შენი განადგურება შეუძლია. სულგრძელობა მოწმეების გარეშე გამოიჩინე. ყოველ ადამიანს […]

მერილინ მონროს ხანმოკლე და ტკივილიანი ცხოვრება

მერლინ მონრო Max Factor-ის სახეა

“ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” – ამ ფილმის მთავარი გმირის როლის შემსრულებელი, მერილინ მონრო მსოფლიო კინოხელოვნების ერთ-ერთ ლეგენდად აღიარეს იმის მიუხედავად, რომ მას არც ერთი პრესტიჟული ჯილდო არ მიუღია თავისი ხანმოკლე კარიერის განმავლობაში. ნორმა ჯინ მორტენსონ-ბეიკერი – მერილინ მონრო 36 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, სამუდამოდ დაამახსოვრა თავი მსოფლიოს. გოგონას დედა ზრდიდა და სულ […]

ქართული ენა გუგლის ხმის ამომცნობ სისტემაში

ნუ ვკლავთ ქართულ ენას!

– ნაკლები წერა და უფრო მეტი საუბარი! – ეს არის გუგლის მიზანი, რომელიც მილიარდობით ადამიანს სიახლის შესახებ საკუთარი ბლოგის საშუალებით ატყობინებს. ამიერიდან გუგლის ხმოვანი სიგნალის ამომცნობ სისტემას ქართული ენაც ესმის. ამ სისტემას 30 ახალი ენა დაემატა და მათ შორისაა ქართული: “გუგლის ხმოვანი სიგნალის ამომცნობი სისტემა მხარს უჭერს უძველებს ენებს. მათ შორისაა ქართული, რომლის ანბანიც X […]

ასე წიგნებზე არასდროს გიფიქრიათ

ასე წიგნებზე არასდროს გიფიქრიათ

ახალგაზრდა პოეტი გიო საჯაია და მისი ლექსები მკითხველში დიდი მოწონებით სარგებლობს. პოეტი ცდილობს თავის პოეზიაში ის მთავარი თემები წამოიწოს, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს. წიგნები გიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სათუთი თემაა. გიო საჯაია: “გუშინ, დილით, სანაპიროზე, დედაჩემს შევხვდი. მე, როგორც ყოველთვის, რომელიღაც სამიკიტნოდან მოვდიოდი, ღამენათევი და გალეშილი, უწესო და უსაქციელო. ის, როგორც არასდროს, მშრალი ხიდისკენ […]

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის სიკვდილის საიდუმლო

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის სიკვდილის საიდუმლო

“პატარა უფლისწული” ყველასთვის განსაკუთრებულად საყვარელი ნაწარმოებია. მისი ავტორი ცნობილი ავიატორი ჟან ბატისტ მარი როჟე დე სენტ ეგზიუპერი – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერია. როდესაც ეს ნაწარმოები პირველად დაიბეჭდა, მის ავტორს ფართო საზოგადოება უკვე კარგად იცნობდა და ეგზიუპერი პატივსაცემი მწერალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას დიდხანს არ უცოცხლია, მთელი ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ალაპარაკება შეძლო და თავისი ექსტრავაგანტული […]

შეგიძლიათ ასე ორიგინალურად ჩაწეროთ ნოტები?

შეგიძლიათ ასე ორიგინალურად ჩაწეროთ ნოტები?

ნებისმიერი ახალი მუსიკალური ნაწარმოების ჩასაწერად მისი ავტორისთვის სანოტო სისტემაში ნოტების ჩაწერის ცოდნა სავალდებულოა. არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც მუსიკის აღქმა სრულიად სხვა განზომილებაა და მუსიკალური ნოტების ჩაწერაც ხელოვნების უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი. “არტ ინფო” გთავაზობთ ვიდეოს, სადაც სანოტო სისტემაში ნოტების ჩაწერა ნამდვილი ხელოვნებაა. მუსიკა და მხატვრობა ამ ვიდეორგოლში საკმაოდ ორიგინალურად არის შერწყმული. ვიდეოს ყურებისას თქვენს თვალწინ ჯადოსნური სამყარო […]

მეცხრე სიმფონიის წყევლა

მეცხრე სიმფონიის წყევლა

მუსიკის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მეცხრე სიმფონიის წყევლა არსებობს. ამის შესახებ განცხადება პირველად არნოლდ შიონბერგმა გააკეთა და მოსაზრების ავტორად გუსტავ მალერი დაასახელა. კლასიკური მუსიკის მოყვარულებმა კარგად იციან, რომ ცნობილი კომპოზიტორი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი მეათე სიმფონიაზე მუშაობის დროს გარდაიცვალა. ანტონ ბრუკნერმა უარი თქვა საკუთარ პირველ სიმფონიაზე, რომელსაც “მთვარეული” უწოდა, თუმცა წყევლას მაინც ვერ ასცდა – კომპოზიტორი მეცხრე […]

გვერდი 3 - 1512345ბოლო »