კატეგორია: მუსიკა

გიორგი მღებრიშვილი ესპანური “ვოისის” ფინალისტია

გიორგი მღებრიშვილი ესპანური "ვოისის" ფინალისტია

ქართველი მომღერალი გიორგი მღებრიშვილი ესპანური “ვოისის” ფინალისტია. გიორგი ესპანეთში ცხოვრობს. მან გადაწყვიტა საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობების წარმოჩენა და იქაურ “ვოისში” მიიღო მონაწილეობა. პირველივე ეტაპზე ქართველი კონკურსანტი ხმათა უმრავლესობით ლიდერი გახდა. გადამწყვეტ ტურში კი ჟიურის წინაშე შესრულებული სიმღერით ფინალში აღმოჩნდა და საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.  

მოუსმინეთ პატრიარქის სიმღერას პაატა ბურჭულაძის შესრულებით

მოუსმინეთ პატრიარქის სიმღერას პაატა ბურჭულაძის შესრულებით

ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ახალი სიმღერა ჩაწერა. სიმღერა მისმა უწმინდესობამ ვაჟა ფშაველას ლექსზე შექმნა. საორკესტრო ვერსიაზე ნიკოლოზ რაჭველმა იმუშავა. ილია მეორის ახალი ნაწარმოები პაატა ბურჭულაძესთან ერთად ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა, საგუნდო კაპელამ და ანსამბლმა “შვიდკაცამ” შეასრულა.  

თემურ ყვითელაშვილი იუბილეს მოსკოვში აღნიშნავს

თემურ ყვითელაშვილი ქველმოქმედებისთვის დაუკრავს

ვირტუოზი გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი 55 წლის იუბილეს მოსკოვში აღნიშნავს. 12 აპრილს ანდრეი მაკარევიჩის ჯაზ-კლუბში მუსიკოსი სოლოკონცერტს გამართავს და მსმენელისთვის თავისი შემოქმედებიდან საუკეთესო კომპოზიციებს შეასრულებს. 55 წლის იუბილეზე თემურ ყვითელაშვილმა ახალი ალბომი გამოუშვა და მისი პრეზენტაცია თბილისში მოაწყო.

თემურ ყვითელაშვილი 9 აპრილზე

თემურ ყვითელაშვილის საჩუქარი ერთგულ მსმენელს

ვირტუოზი გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას ეხმაურება. “გვფარვიდე უფალო” (9 აპრილი) – ასე ეწოდება სიმღერას, რომელიც მუსიკოსმა ამ მძიმე დღეს მიუძღვნა. სიმღერის ავტორი კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილია, ლექსი ირმა გურიელს ეკუთვნის, გიტარა, ვოკალი და იმპროვიზაცია კი – თემურ ყვითელაშვილს. “უფალო, გავედრებ ჩემს მამულს ცრემლიანს, გვაკმარე დარდი და წუხილი. უფალო, წამებულ სულებსაც გავედრებ, იქნება […]

მამუკა ჩარკვიანის “ირინოლა” ასეთი შესრულებით ჯერ არ მოგისმენიათ

მამუკა ჩარკვიანის "ირინოლა" ასეთი შესრულებით ჯერ არ მოგისმენიათ

მამუკა ჩარკვიანის “ირინოლა” მისი შემოქმედების სავიზიტო ბარათად არის მიჩნეული. სიმღერის ტექსტი მამუკა ჩარკვიანის დედას, ირმა ჩხეიძეს ეკუთვნის და იგი მამუკას პირველ შვილს ირინოლა ჩარკვიანს ეძღვნება. ამ სიმღერას სხვადასხვა წლებში მამუკა ჩარკვიანის გარდა, სხვა მომღერლების მღეროდნენ. ჯაზ-მუსიკოსმა პაპუნა შარიქაძემ “ირინოლა” თავისებური ინტერპრეტაციით ააჟღერა და ეს უთბილესი და უტკბილესი სიმღერა, სულ სხვანაირად და კიდევ უფრო სასიამოვნოდ ააჟღერა.

გაიცანით უნიჭიერესი კოკა ნიკოლაძე

გაიცანით უნიჭიერესი კოკა ნიკოლაძე

საბედნიეროდ, საქართველო ნიჭიერი ადამიანებით არის სავსე. მათ შორისაა მუსიკოსი კოკა ნიკოლაძე. მართალია კოკა უცხოეთში ცხოვრობს, მაგრამ მისი ყოველი წარმატება საქართველოს და ქართველების წარმატებაა. კოკა გარდა იმისა, რომ წერს მუსიკალურ ნაწარმოებებს, ქმნის სრულიად ახლებურ მუსიკალურ საკრავებს. ჰამბურგში ელბფილარმონიაში შედგა კოკას პრემიერა რეზონანც ანსამბლთან ერთად. კოკას შემოქმედებით დიდი ხანია უცხოური პრესა და ტელევიზია დაინტერესებულია. ელბფილარმონიაში გამართული კონცერტი […]

თემურ წიკლაურის საჩუქარი საქართველოს

თემურ წიკლაურის საჩუქარი საქართველოს

მომღერალი თემურ წიკლაური ქართველებისთვის ყველაზე გემოვნებიანი და გულწრფელი მომღერალია. მას მიაჩნია, რომ ყოველთვის უნდა იყოს იქ, სადაც მის სამშობლოს და მის თანამემამულეებს სჭირდებათ. ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გვერდი ვერც თემურ წიკლაურმა აუარა და საქართველოს ტკივილიან თემას – ოკუპაციასა და სამშობლოსთვის შეწირულ გმირებს ემოციური სიმღერა ”ამას სჯობია…” მიუძღვნა. სიმღერის ავტორი დავით არჩვაძეა, ტექსტი პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა დაწერა, […]

ვის მოპარა სიმღერა დათო ხუჯაძემ?

დათო ხუჯაძე: "არავინ მირეკავს!"

პლაგიატი მსოფლიო შოუ-ბიზნესში აქტიურად არის გავრცელებული. ბევრი ვარსკვლავი ერთმანეთს სიმღერების მოპარვაში ადანაშაულებს. მათ შორისაა ჯგუფის “სახე” ერთ-ერთი წევრი დათო ხუჯაძე. მაინც ვის მოპარა სიმღერა დათო ხუჯაძემ? მისი რეპერტუარიდან ყველაზე მეტად ცნობილია “მეგობრებთან ერთად”, რომელიც წლების მანძილზე ჰიტი იყო და ათასობით ადამიანი უსმენდა. დათო ხუჯაძის სწორედ ეს სიმღერა ჯაზის ლეგენდის ჰიუ მასეკელას სიმღერის ”Old People, Old Folks” ანალოგია.

ასე ჟღერს ჯანსუღ კახიძის “მრავალჟამიერი” ორღანის თანხლებით

ჯანსუღ კახიძის იუბილეზე ნოვაციური ფესტივალი ჩატარდება

“მრავალჟამიერი”, “მოვა მაისი”, “მგზავრული”, “წამოკრული”, “ოღონდ შენთან მამყოფინა”, “მთაწმინდის მთვარე”, “ჰერიო ბიჭებო”, “საზამთრო” – ეს ჯანსუღ კახიძის სიმღერების არასრული ჩამონათვალია. “პატარა თუთარჩელამ” მისი ხელმძღვანელის თამარ ბუაძის ხელმძღვანელობით შვეიცარიაში, ქალაქ ლუცერნში ჯანსუღ კახიძის “მრავალჟამიერი” გრანდიოზულ ორღანთან ერთად შეასრულა და ამ არაჩვეულებრივ ნაწარმოებს სულ სხვა ჟღერადობა მიანიჭა.  

გია ყანჩელის “ყვითელი ფოთლები” ასეთი შესრულებით ჯერ არ მოგისმენიათ

გია ყანჩელს ბრიუსელში ელოდებიან

გია ყანჩელის “ყვითელი ფოთლები” კომპოზიტორის შემოქმედების ერთ-ერთი გენიალური ნამუშევარია. ნაწარმოებს სხვადასხვა დროს ასრულებდნენ ცნობილი მომღერლები, თუმცა შესრულება, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ, ყველაზე ტკბილი და უსაზღვროდ სასიამოვნოა. “პატარა თუთარჩელა” და მისი ხელმძღვანელი თამარ ბუაძე ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებას განსაკუთრებული სიფრთხილით და სიყვარულით ეკიდებიან. მომღერლებმა გია ყანჩელის “ყვითელი ფოთლები” სტამბოლის აეროპორტში კუთვნილი რეისის მოლოდინში შეასრულეს.  

გვერდი 3 - 6312345ბოლო »