კატეგორია: კულტურა

ფიტარეთის მონასტერი და ხულუტის ციხე საფრთხეშია

ფიტარეთის მონასტერი და ხულუტის ციხე საფრთხეშია

– საფრთხის ქვეშაა ხრამის ხეობა, თეთრიწყაროს რაიონში, მისი უნიკალური ძეგლები – ფიტარეთის მონასტერი, ხულუტის ციხე, შეუსწავლელი VIII-IX საუკუნეების ეკლესია, ნამოსახლარები და უნიკალური ბუნება! – ამ განცხადებას დარეჯან ბრეგვაძე აკეთებს: “ოკუპანტი “არემჯის” (RMG Gold) მორიგი სამიზნე “ბნელი ხევი”! საფრთხის ქვეშაა ხრამის ხეობა, თეთრიწყაროს რაიონში, მისი უნიკალური ძეგლები – ფიტარეთის მონასტერი, ხულუტის ციხე, შეუსწავლელი VIII-IX საუკუნეების ეკლესია, […]

პეტრე ოცხელის ურიელ აკოსტას არაჩვეულებრივი ძეგლი

პეტრე ოცხელის ურიელ აკოსტას არაჩვეულებრივი ძეგლი

1937 წლის რეპრესიებს შეწირული გენიალური მხატვრის პეტრე ოცხელის მიერ შესრულებულ ესკიზებს დღესაც აღტაცებაში მოჰყავს საზოგადოება. მის მიერ სპექტაკლისთვის “ურიელ აკოსტა” შექმნილი ესკიზები კი ყველასგან გამორჩეულია. მარჯანიშვილის თეატრის წინ პეტრე ოცხელის ურიელ აკოსტას ძეგლი დაიდგა. მისი ავტორი დოდოშკა ჩხეიძეა. ”ურიელ აკოსტა” კოტე მარჯანიშვილმა 1929 წელს დადგა და ურიელის როლზე უშანგი ჩხეიძე დააკავა. ეკატერინე მაზმიშვილი, მარჯანიშვილის თეატრის […]

ლევან დადიანის აკლდამის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

ლევან დადიანის აკლდამის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

წალენჯიხაში მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ძეგლის – ლევან დადიანის აკლდამის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ლევან დადიანის ეკვდერს უკვე ესტუმრნენ ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, ეპიგრაფიკოსები, ხელოვნების სასახლის და ძეგლთა დაცვის სააგენტოს სპეციალისტები. წალენჯიხაში არსებული უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლი, რომელიც წლებია უმძიმეს მდგომარეობაშია, მამუკა ხაზარაძის მხარდაჭერით აღდგება.

იცით როგორი იყო ფიროსმანის მარგარიტა?

იცით როგორი იყო ფიროსმანის მარგარიტა?

წელს ნიკო ფიროსმანაშვილის გარდაცვალებიდან 100 წელი სრულდება და მხატვარის მიმართ ინტერესი არ ნელდება. ალბათ ბევრმა იცის, რომ მისი საყვარელი ქალი – მსახიობი მარგარიტა დე სევრი კაფე შანტანის მომღერალი და მოცეკვავე იყო. სწორედ მარგარიტა ითვლება მხატვრის ერთადერთ სიყვარულად. ამბობენ, რომ ფიროსმანმა თავისი საყვარელი ადამიანი მუშთაიდის ბაღში ნახა და ერთი ნახვით შეუყვარდა. ერთ დილას სასტუმროს წინ, სადაც […]

ვინ მიიღებს ვაჟა-ფშაველას ეროვნულ პრემიას

ვაჟა ფშაველას პრემია დაწესებულია

ვაჟა ფშაველას სახელობის ეროვნული პრემიის დაარსებაზე საუბარი ჯერ კიდევ 3 წლის წინ დაიწყო. სხვადასხვა მიზეზის გამო, პრემიის დაწესება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, გაიწელა, კონკურეტული საკითხები ვერ ჩამოყალიბდა. ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა 11 აპრილს შესაბამისი ბრძანებულებით ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიაზე კონკურსი გამოაცხადა. პრემიის მოპოვების მსურველთა განაცხადები პირველი მაისის ჩათვლით მიიღება. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია პირს ენიჭება ლიტერატურის […]

ნატალია ქუთათელაძის წარმატება საოპერო ხელოვნებაში

ნატალია ქუთათელაძის წარმატება საოპერო ხელოვნებაში

ნატალია ქუთათელაძე საოპერო ხელოვნებას ჯულიარდის სკოლაში ეუფლება და ამ ჯადოსნურ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამს. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლა საკმაოდ რთულია. ნატალიამ კოლეგებთან ერთად ჟან ფილიპ რამოს პირველ ოპერაში “იპოლიტი და არისი” მიიღო მონაწილეობა, სადაც ფედრას პარტია შეასრულა, სამი სპექტაკლი ზედიზედ იმღერა და უცხოელი ჟურნალისტების ყურადღებაც დაიმსახურა. როგორც უცხოური გამოცემა წერს, მეცო სოპრანო ნატალია […]

ქართველების ფურორი უკრაინაში

ქართველების ფურორი უკრაინაში

უკრაინის ქალაქ ლვოვში საერთაშორისო ფესტივალი “open life” მიმდინარეობს, რომელშიც 5 ქვეყანა და უკრაინელი მომღერლები მონაწილეობენ. ქართველებმა უკრაინაში ნამდვილი ფურორი მოაწყვეს. ნატალი ვეფხვაძემ, მარიამ კაპანაძემ, ნინო ასლამაზიშვილმა და ბაჩო მარგველაშვილმა ზედიზედ სამი სიმღერა შეასრულეს, ხანგრძლივი უწყვეტი ტაში და ოვაციები დაიმსახურეს და მაყურებელი და ორკესტრი ფეხზეც წამოაყენეს. გიგა სოფრომაძე: “უკრაინა, ქალაქი ლვოვი. საერთაშორისო ფესტივალი “open life”. მონაწილე […]

“ნახეთ ეს შედევრი!”

"ნახეთ ეს შედევრი!"

ქართული საგანძური სავსეა შედევრებით, მაგრამ მათ შორის არიან ექსპონატები, რომლებიც ნამდვილად უნიკალურია. ნანა გაგუა ავრცელებს ჭრაქის ფოტოს, რომელსაც სიტყვა შედევრი ყველაზე მეტად შეეფერება: “გეფიცებით, ბოლომდე თუ ვხვდებოდე, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ ქართველები. ნახეთ ეს შედევრი! ძვ.წ. აღ. პირველი საუკუნე! ჭრაქი, შემკული ეროტების ფიგურებით. ბრინჯაო. ვანი. ძვ.წ. I საუკუნის შუა ხანები (რესტავრაციის შემდეგ).”

გია ბაღაშვილის წარმატება ჰარვარდში

გია ბაღაშვილის წარმატება ჰარვარდში

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მუსიკოსი გია ბაღაშვილი ფოლკლორისტი, ეთნომუსიკოლოგი და პროფესორია. მისი ცხოვრება ქართული ესტრადის პარალელურად, ქართულ ფოლკლორთანაც არის დაკავშირებული. ორიოდე დღის წინ გია ბაღაშვილმა ჰარვარდში ჩაატარა ლექცია თემაზე „საქართველო – ღვინისა და მრავალხმიანობის აკვანი“ და უძველესი ქართული კულტურა ამერიკის ელიტას გააცნო. გია ბაღაშვილს ამერიკაში მოღვაწე ოპერის მომღერალი ბექა გოგინაშვილი შეხვდა: “ნიუ იორკში შევხვდი […]

დაშენება ნარიყალას გალავანზე

დაშენება ნარიყალას გალავანზე

უკანონო აშენება-მიშენება-მოშენება-დაშენება საქართველოში ნგრევასთან ერთად საკმაოდ აქტუალურია. ბევრმა კულტურულმა ძეგლმა თვითნებური მიშენებით, აშენებითა და დაშენებით პირველყოფილი სახე დაკარგა. გამონაკლისი არც ნარიყალას გალავანია, სადაც დაშენება მიმდინარეობს. ლელა დოლაკიძის ინფორმაციით, ნარიყალას გალავნის მარცხენა კედელს დაშენებას უკეთებენ. ლელა დოლაკიძე: “ბევრი ვიყვირე ნარიყალას გამო, მაგრამ ხმა მღაღადებლისა, კი ვიცით რაც ჩაიდინეს იქ… გალავნის მარცხენა კედელს დაშენებას უკეთებენ და მარჯვნივ […]