კატეგორია: კულტურა

“შგარიდა” კონცერტს გამართავს

"შგარიდა" კონცერტს გამართავს

5 დეკემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელშეწყობით, პროექტის „ტრადიცია – ეროვნული საგანძური” ფარგლებში თბილისელ მაყურებელს წარუდგენს დმანისის ფოლკლორული ანსამბლის „შგარიდას” კონცერტს და აღდგენილ უძველეს ქართულ (სვანურ) ტრადიციულ ჭიდაობას. პროექტის ავტორი გურგენ გურჩიანია. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გურგენ გურჩიანი მსმენელს გააცნობს თავის დაკვირვებებსა და მოსაზრებებს სვანეთის უძველეს […]

ლურჯი სუფრები მილანში გამოიფინება

ლურჯი სუფრები მილანში გამოიფინება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მილანში რეწვის ნიმუშების რიგით მე-19 საერთაშორისო საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია  „ლურჯ სუფრა“ თავის ნამუშევრებს წარადგენს. მილანში რიგით მე-19 საერთაშორისო საშობაო გამოფენა 29 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით იმართება. 10 დღის განმავლობაში ტრადიციულ ქართულ ლურჯ  სუფრასთან ერთად გამოფენაზე ამავე მოტივებზე შექმნილი ტრადიციული რეწვის სხვადასხვა ტექნოლოგიით შესრულებული […]

ჩეხური ზღაპრების ქართული აუდიოვერსია ინტერნეტშია

ჩეხური ზღაპრების ქართული აუდიოვერსია ინტერნეტშია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აგრძელებს აუდიოარქივში დაცული ზღაპრების ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებას. ამჯერად მსმენელისათვის ხელმისაწვდომი გახდა ჩეხური ზღაპრები. ზღაპრების მოყვარულებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ინდონეზიური ზღაპრებიც. პროექტის ილუსტრატორია ზაალ სულაკაური. ბავშვებისათვის შექმნილი პროექტის „ზღაპრების აუდიობიბლიოთეკა“ ფარგლებში უკვე გამოქვეყნებულია ქართული, გერმანული და სლოვაკური ზღაპრები. XX საუკუნის 70-იან წლებში შექმნილი ჩანაწერები, რომლის გამოქვეყნებაც მიმდინარეობს, მაგნიტურ ფირებსა და გრამფირფიტებზე ინახებოდა. დამუშავებისა და […]

ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები საჯაროა

ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები საჯაროა

ცნობილი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები საჯაროა. ნახატები ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაშია გამოფენილი ექსპოზიციაზე სახელწოდებით ,,პოსტსტალინური ლიბერალიზაცია ქართულ მხატვრობაში.” გამოფენის მიზანია 50-იანი წლების თაობის წარმომადგენელთა შემოქმედებისა და მათ მიერ ქართულ მხატვრობაში მოხდენილი რეფორმის შესაბამის კონტექსტში ჩვენება. ქართველი მხატვრების ამ თაობის შემოქმედება, ცნობილი „პოსტსტალინური ლიბერალიზაციის” სახელით, წარმოადგენს ახალ ეტაპს ქართული მხატვრობის ისტორიაში. კერძოდ, […]

კულტურის მინისტრი ფოლკლორის ცენტრს ეწვია

კულტურის მინისტრი ფოლკლორის ცენტრს ეწვია

24 ნოემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ეწვია. მინისტრმა დაათვალიერა ფოლკლორის ცენტრის ინფრასტრუქტურა შენობა, საგამოფენო, საპრესკონფერენციო და სარეპეტიციო დარბაზები. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ ლაკონიურად ისაუბრა ცენტრის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე, განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა ორ მთავარ პრიორიტეტზე: საქართველოს რეგიონებში (რაიონებში) ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლობისა და სალოტბარო […]

რობერტ სტურუა იუნესკოს ელჩია

რობერტ სტურუა იუნესკოს ელჩია

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი რობერტ სტურუა იუნესკოს ელჩი გახდა მსოფლიო თეატრებისა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი უკვე გაიმართა და ქართველი რეჟისორი ამ საპატიო ჯილდოს მფლობელი ოფიციალურად გახდა. ინფორმაციას უცხოური საიტები ავრცელებენ და მილოცვებს არ იშურებენ დიდი მაესტროსდმი. რობერტ სტურუა თავისი კარიერის განმავლობაში არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელია. მათ რიგებს კი ამიერიდან იუნესკოს ელჩის წოდებაც შეემატა.

ელენე გლურჯიძე კარიერას ასრულებს

ელენე გლურჯიძე კარიერას ასრულებს

ინგლისის ნაციონალური ბალეტის წამყვანმა ქართველმა მოცეკვავემ ელენე გლურჯიძემ საბალეტო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ქართველი ბალერინა საბალეტო დასში 12 წლის განმავლობაში ცეკვავდა. ის წამყვან პარტიებს ასრულებდა ბალეტებში “მაკნატუნა”, “გედების ტბა”, “ჟიზელი და მანონი”. მან თავისი ცეკვის მანერით მაყურებელი არაერთხელ მოაჯადოვა და სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიალებზეც გაიმარჯვა: “ინგლისის ნაციონალურ ბალეტში ჩემი პროფესიული კარიერის 12 წელი გავატარე და ამისთვის […]

დათო ევგენიძე სოლოკონცერტისთვის ემზადება

დათო ევგენიძე სოლოკონცერტისთვის ემზადება

პიანისტი დათო ევგენიძე სოლოკონცერტისთვის ემზადება, თუმცა მანამდე გიორგობის დღესასწაულზე მისი ახალი ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება. “საქართველოს ფოსტა” – ასე ეწოდება კრებულს, რომელშიც ახალი ლექსებია გაერთიანებული და მათგან ერთ-ერთი ირაკლი ჩარკვიანსაც ეძღვნება. დათო ევგენიძის “საქართველოს ფოსტა” გამომცემლობა “სიესტას” მიერ არის გამოცემული და ის ნომინანტია წლევანდელ “საბაზე” ნომინაციაში საუკეთესო პოეტური კრებული.

არ მოკლათ მუზა!

არ მოკლათ მუზა!

რადიო “მუზას” გადასარჩენად მომზადდა სპეციალური პეტიცია, რომელიც სოციალურ ქსელშია განთავსებული და ყველა მსურველს მასზე ხელის მოწერა შეუძლია: “რადიო „მუზა“ ამიერკავკასიაში, კლასიკური მუსიკის პირველი და ერთადერთი მაუწყებელია, ის უკვე 6 წელია რაც ქართულ კულტურას ემსახურება. ამ 6 წლის განმავლობაში გაკეთდა უნიკალური ფონოტეკა, რომელიც მოიცავს რადიო მუზას მიერ თითქმის ყველა კონცერტისა და ფესტივალის აუდიო ჩანაწერს, რომელიც მომავლის […]

დავით ტურაშვილმა ინტერნეტრომანი წარადგინა

დავით ტურაშვილმა ინტერნეტრომანი წარადგინა

მწერალმა დავით ტურაშვილმა ახალი ინტერნეტრომანის „სხვა ამსტერდამის” პრეზენტაცია “თიბისი გალერეაში” გამართა. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” და ელექტრონული წიგნების სახლი „საბა” საზოგადოებას დავით ტურაშვილის ახალ ინტერნეტრომანს წერის პროცესში გამოაქვეყნებს მხოლოდ საბა.ქომ.ჯი-ზე ყოველ ხუთშაბათს და მკითხველი შეძლებს ფეხდაფეხ, მწერალთან ერთად მიჰყვეს ლიტერატურულ სიუჟეტს. ახალ რომანში მოქმედება ძირითადად თანამედროვე ამსტერდამში მიმდინარეობს, მაგრამ მასში ძველი ამსტერდამის ამბებსაც […]

გვერდი 134 - 135« პირველი131132133134135