კატეგორია: კულტურა

რეზო გაბრიაძის ბოლო თხოვნა

რეზო გაბრიაძის ბოლო თხოვნა

რეზო გაბრიაძესა და მის მარიონეტების თეატრზე ბევრიც თქმულა და ბევრიც დაწერილა, მაგრამ ამ ხელოვანისა და მისი შემოქმედების მიმართ ინტერესი არათუ ნელდება, არამედ დღითი დღე იზრდება და მარიონეტების თეატრის მიმართ სიყვარული მაყურებელში სულ უფრო ღვივდება. რეზო გაბრიაძე და მისი თეატრი ამჟამად საგასტროლო ტურნეშია ჩაბმული, რომელიც მოიცავს რუსეთის დედაქალაქს მოსკოვს, ასევე სანკტ-პეტერბურგს და სხვა ქალაქებს. ამ გასტროლის […]

ეკატერინე ტოგონიძე საუკეთესოთა შორის მოხვდა

ეკატერინე ტოგონიძე საუკეთესოთა შორის მოხვდა

ქართველი მწერლის ეკატერინე ტოგონიძის მოთხრობა “მე ვარ” საუკეთესოთა შორის მოხვდა. როგორც მწერალმა თავად განაცხადა, ეს ამბავი მისთვის გამორჩეულად სასიხარულოა: “ჩემთვის ძალიან სასიხარულო ამბავია Best European Fiction 2015-ში მოხვედრა. ეს მოთხრობა მართლა განსაკუთრებული ემოციით დავწერე… წიგნი გზაშია და ველოდები. ერთმა მკითხველმა ფეისბუქზე ბრაზილიიდან მომწერა, ძალიან მომეწონაო, რა პატარაა სამყარო! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა არაჩვეულებრივ მთარგმნელებს Natalia Bukia-peters, […]

კულტურის სამინისტრო ავარიული შენობების რეაბილიტაციას იწყებს

კულტურის სამინისტრო ავარიული შენობების რეაბილიტაციას იწყებს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის სხდომა, რომელზეც იმსჯელეს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ავარიული შენობების რეაბილიტაციის შესახებ. ინფრასტრუქტურული სახის საჭიროებების განმხილველმა სამუშაო ჯგუფმა შეხვედრის დროს განიხილა სამინისტროს ორგანიზაციების ინფრასტრუქტურული და სხვა საჭიროებები, განისაზღვრა პრიორიტეტები. პირველ ეტაპზე განხორციელდება სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შემდეგი ორგანიზაციების შენობების რეაბილიტაცია: თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო […]

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტი თბილისში ჩამოვა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტი თბილისში ჩამოვა

5-6 თებერვალს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, თბილისს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტი ტობიას ვოსი და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ხელმძღვანელი სიმონე ბიულერი ეწვევიან. გერმანელი ექსპერტები ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორთან მედეა მეტრეველთან ერთად 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, სტუმარი […]

ბალეტის ისტორია გამოცემულია

ბალეტის ისტორია გამოცემულია

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ გამოსცა პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო ბალეტის ისტორიის შესახებ. მისი ავტორი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა ლორიაა. რეცენზენტები ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მარინა ქავთარაძე და ხელოვნების დამსახურებული არტისტი მარინა ალექსიძე. რედაქტორი კი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გულბათ ტორაძე. ბალეტის ისტორიის ლექციების კურსი კონსერვატორიის სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი. მისი მიზანია დახმარება გაუწიოს ახალგაზრდა მუსიკოსებს იმ ჟანრის გაცნობაში, რომელიც განსაკუთრებით […]

მწერალთა სახლში წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

მწერალთა სახლში  წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

2 თებერვალს საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი და მწერალთა სახლი გერმანულენოვანი წიგნის „ქართული მწერლობის ანთოლოგია“ პრეზენტაციას გამართავს. წიგნი ითარგმნა გერმანელი მთარგმნელი ცნობილი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის მიერ. ანთოლოგიაში თავმოყრილია ანა კალანდაძის, ლადო ასათიანის, ბესიკ ხარანაულის, მაყვალა გონაშვილის, ჯანსუღ ჩარკვიანისა და სხვათა პოეზია. პოეზიასთან ერთად ანთოლოგიაში შეტანილია ქართული პროზაც. მკითხველს საშუალება ექნება წაიკითხოს გოდერძი ჩოხელის, ოთარ ჭილაძის, რევაზ […]

პეტრას ციხე ინგრევა

პეტრას ციხე ინგრევა

საქართველოში კიდევ ერთი უნიკალური ძეგლი ინგრევა. პეტრას ციხე, რომელსაც ამ დრომდე სტატუსი არ გააჩნია, დანგრევის პირასაა. ეს არის ისტორიული ციხე-ქალაქი ეგრისის სამეფოში, ახლანდელი სოფელი ციხისძირის ტერიტორიაზე. ბერძნებმა მას პეტრა უწოდეს. ქართულ წყაროებში ქაჯეთის ციხედაც იწოდება. ვარაუდობენ, რომ ვეფხისტყაოსანში სწორედ ეს ციხეა მოხსენიებული. ხელსაყრელი სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო ლაზების ამ უძველეს სამოსახლო ადგილზე VI საუკუნეში […]

ზაქარია ფალიაშვილზე ფილმი გადაიღეს

ზაქარია ფალიაშვილზე ფილმი გადაიღეს

ხელოვნების სასახლეში დოკუმენტური ფილმის “ზაქარია ფალიაშვილის” პრემიერა გაიმართა. მისი ავტორის გიორგი კალანდიას თქმით, ეს არ არის შედევრი, სამაგიეროდ, ეს არის მოკრძალებული პატივისცემის გამოხატვა იმ უდიდესი ადამიანის მიმართ, ვინც ქართულ მუსიკალურ სამყაროში უდიდესი კვალი დატოვა. ფილმი მომზადდა პროექტის “გენეტიკური კოდი” სერიის ფარგლებში. მის შექმნაში აქტიური მონაწილეობა მიიღო “არტარეამ”, ხოლო დაფინანსებაზე “ბორჯომმა” იზრუნა. ამ პროექტის ფარგლებში უკვე […]

სამებაში პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართება

სამებაში პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართება

28 იანვარს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება დავით ჯიმშიაშვილის პირველი პოეტური კრებულის „იწყებ თავიდან“ წარდგინება. წიგნის რედაქტორი მაია მიქაიაა. კრებული დაიბეჭდა გამომცემლობა „კალმოსანში“. ღონისძიებას წარუძღვება ეკატერინე ბაზერაშვილი. სიტყვით გამოვლენ მაია მიქაია, ხვიჩა ყალაბეგაშვილი, ლაშა ბაბიჩაძე, ქეთევან ნათელაძე და მარიამ თორია. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ხარაგაულის ხალხური ანსამბლი „კახორი“. ღონისძიება წმიდა […]

პაატა ბურჭულაძის იუბილეს ალენ დელონი წაიყვანს

პაატა ბურჭულაძის იუბილეს ალენ დელონი წაიყვანს

2015 წლის 12 თებერვალს, სპორტის სასახლეში, სახელოვნებო ინდუსტრია „არტპალასი“ დიდი ქართველი საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილ, სიურპრიზებით აღსავსე, გრანდიოზულ კონცერტს გეგმავს. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სახელოვნებო ინდუსტრია „არტპალასში“ გაიმართა სპეციალური პრესკონფერენცია, სადაც მედიის წარმომადგენლებმა პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. კონცერტში მონაწილეობის მისაღებად „არტპალასის“ მოწვევით საქართველოს ესტუმრება 15-მდე […]