პოეტ კოკა კობალაძეს სასტიკად სცემეს

13 ივლისი, 2018

პოეტ კოკა კობალაძეს სასტიკად სცემეს20 წლის პოეტს კოკა კობალაძეს სასტიკად სცემეს. მისი დედის ტატა დავითულიანის ინფორმაციით, პოეტს სახლში პოლიცია შეუვარდა, მარტო მყოფი ცემით სიკვდილის პირას მიიყვანა და უგონო მდგომარეობაში მყოფი მარტო დატოვა:

“არასოდეს წარმომედგინა თუ ამ დღეში აღმოვჩნდებოდი 21 საუკუნეში, როცა ყოველთვის ვამაყობდი ჩემი შვილით და დღეს ჩემს საამაყო უნიჭიერეს, უპატიოსნეს, უკეთილშობილეს შვილს სახლში შეუვარდა უვიცი პოლიცია სიკვდილის პირას მიიყვანეს ცემით და უგონო მდგომარეობაში მყოფი მარტოდ მარტო მიაგდეს ღვთის ანაბარა, რატომ? რისთვის?

გამეცით ვინმემ პასუხი – გაგიჟებული დედა ვწერ!”