გიორგი კეკელიძე: “ეს ამბავია მართალი”

გიორგი კეკელიძე: "ეს ამბავია მართალი"– აქ, ამ სივრცეში ნაკლებად ვლაპარაკობ, მაგრამ ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ სიარულისას, მხვდება ზოგი ამგვარი ფიქრისაც და იქ უმეტესჯერ ვიმარჯვებ და ვარწმუნებ, არა გიორგი კეკელიძის რამენაირი სიძლიერის გამო, ცხადია, – ამბობს მწერალი გიორგი კეკელიძე:

“წუხელ დავწერე : “გილოცავთ რუსეთის გავარდნას მსოფლიო ჩემპიონატიდან! გილოცავთ იმასაც, რომ ჩვენს ქუჩებში რუსული დროშებით მორბენალ და მოზეიმე ,,ტურისტებს” ვეღარ ვნახავთ – იმ ქუჩებში, სადაც ათი წლის წინ მათ ბომბებს ვემალებოდით!”

იყო რამდენიმე კომენტარი, სადაც ამბობდნენ, რომ სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვაა, იყო რამდენიმე – კიდევ უფრო მძაფრი და საგანგაშო. მე ამ აზრების გამომთქმელებსაც მშვიდად ვესაუბრები. აქ, ამ სივრცეში ნაკლებად ვლაპარაკობ, მაგრამ ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ სიარულისას, მხვდება ზოგი ამგვარი ფიქრისაც და იქ უმეტესჯერ ვიმარჯვებ და ვარწმუნებ, არა გიორგი კეკელიძის რამენაირი სიძლიერის გამო, ცხადია.

უბრალოდ, ეს ამბავია მართალი. ამბავი ორასწლიან და დაუსრულებელ ოკუპაციაზე. გუშინ დახოცილ ოცნებებზე. ის გოგონა, დამოუკიდებლობის დარბაზის სიღრმიდან, სურათიდან რომ გვიყურებს, სხვა რამეს ითხოვს. დამოუკიდებლობის დარბაზი სწორედ ამ თხოვნის თუ მოთხოვნის გამო გავხსენით.

დააკვირდით შესავლელთან იატაკს. იქ საბჭოთა ოკუპაციის წლებია. სანამ დარბაზში შეხვალ, ფეხი უნდა დაადგა. მარო მაყაშვილის გამო. შენს გამო. ჩემ გამო. მის გამო. ეს ადვილი ნაბიჯი არ არის, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯია. მე მიხარია, რომ ბევრი მიყვება ამ გზას…

თქვენი გიორგი კეკელიძე.”

გიორგი კეკელიძე: "ეს ამბავია მართალი"