17 ივნისი, 2018

ზურა დოიჯაშვილის ინტერვიუ საავადმყოფოდან

ზურა დოიჯაშვილის ინტერვიუ საავადმყოფოდანმომღერალი ზურა დოიჯაშვილი რამდენიმე დღის წინ გულის შეტევით საავადმყოფოში მოხვდა. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან ერთად, ფინანსური პრობლემებიც აქვს.

ბანკის ვალის გამო ნერვიულობამ მომღერალი გულის შეტევამდე მიიყვანა.

ზურა დოიჯაშვილი:

“გენაცვალეთ თქვენ, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ასეთი სიყვარულისთვის, რომელიც ჩემს მიმართ გამოიჩინეთ. დავდგები ფეხზე და აუცილებლად ყველას მოგეფერებით. ყველა ოჯახში სიყვარული და ჯანმრთელობა. ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, არაფერი არ არის ჩვენი ცხოვრება – წამია, ამიტომ მოვეფეროთ ერთმანეთს, ერთი პატარა ერი ვართ და ვიყოთ ერთად.”