თიკა ჯამბურია: “სასამართლომ გაგვამტყუნა”

თიკა ჯამბურია: "სასამართლომ გაგვამტყუნა"მომღერალმა თიკა ჯამბურიამ სამართალი ვერ იპოვა. ის და მისი თანამოაზრეები სასამართლომ გაამტყუნა:

“ჩემი სახლი… რაც დავიბადე, აქ ვცხოვრობ. ყოველთვის ულამაზესი ხედებით და ყველაზე მაგარი ადგილით ვამაყობდი. ეხლა კი ვინც მოდის ჩემთან სტუმრად, ყველა შოკში ვარდება უზარმაზარი ბეტონის კედლების ხედით, რომელიც პირდაპირ აივანში მაქვს შემოდგმული…

დიდი მადლობა ყველას და პანორამა თბილისს, რომ ესე გაალამაზა ქალაქის ცენტრი, იზრუნა მოსახლეობაზე და ეხლა კიდევ დიდ გამწოვს გვიყენებს, რომლის გამონაბოლქვიც პირდაპირ ჩვენთან შემოვა და ძალიან მაგარ ხედთან ერთად ჰაერი გვექნება არაჩვეულებრივი.

ასე რომ, ვისაც ეხება ეს ყოველივე, მერიას, არქიტექტორებს და ა.შ ვუსურვებ უზარმაზარი ბეტონის კედლებს შუა ცხოვრებას იგივე პირობებში…

პ.ს. წაგვართვეს ეზო, სტადიონი და პარკინგი, რომელიც ჩვენ სახლს ეკუთვნოდა… სასამართლომ გაგვამტყუნა…”

თიკა ჯამბურია: "სასამართლომ გაგვამტყუნა"