თემურ თათარაშვილი თაღლითების მსხვერპლია

19 ივნისი, 2018

თემურ თათარაშვილი თაღლითების მსხვერპლიაბოლო პერიოდში მომღერალ თემურ თათარაშვილს უსიამოვნებები სდევს თან. ჯერ იყო და სიმღერა “გული ადამიანობს” მოპარეს, ახლა კი თაღლითების მსხვერპლი გახდა:

“ჩემი ამ სტატუსით მინდა გაცნობოთ იმ თაღლითური კომპანიის შესახებ, რომელიც ურცხვად ატყუებს კლიენტებს.

3 თვის წინ ჩემი ნოუთბუქი – MacBook Air, რომელიც ნაყიდია უცხოეთში და ბოლო რამდენიმე წელია კარგად მუშაობდა, აღარ ჩაირთო. მივმართე თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სერვის-ცენტრს „ეფლ სითი – Apple city“. მათ ჩაიბარეს ჩემი ნოუთბუქი და მითხრეს, რომ გასაკეთებლად ცენტრალურ ოფისში გადააგზავნიან.

3 თვის მანძილზე ხან ვრეკავდი, ხან მივდიოდი და დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ – ასეთი პასუხებით მისტუმრებდნენ. 3 თვის შემდეგ, მითხრეს, რომ ჩემს ნოუთბუქს არაფერი ეშველება და გამომატანეს უკან.

მინდა ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ ჩემი ნოუთბუქი არის MacBook Air, რომელიც ფაქტიურად არასოდეს არ ფუჭდება, გარდა მცირე პროგრამული ხარვეზისა, ისიც ძალიან იშვიათად.

ჩემი გაჭირვების შესახებ შეიტყო ჩემმა მეგობარმა და ჩემი MacBook Air მივიტანეთ მის ახლობელ ხელოსანთან, რომელმაც ჩემი თანდასწრებით გახსნა და მითხრა, რომ ეხლა ნამდვილად აღარაფერი ეშველება, რადგან MacBook Air-ის ყველა ორიგინალი შემადგენელი ნაწილი არის შეცვლილი არაორიგინალ და ამავდროულად დაზიანებული ნაწილებით.

საჯაროდ ვაქვეყნებ ამ თაღლითური კომპანიის სავიზიტო ბარათს ლოგოთი, რათა ჩემმა მეგობრებმა და ახლობლებმა იცოდნენ და გააფრთხილონ თავიანთი მეგობრები ამ კომპანიის უვიცობისა და თაღლითობის შესახებ.”

თემურ თათარაშვილი თაღლითების მსხვერპლია

თემურ თათარაშვილი თაღლითების მსხვერპლია