პოეტი მეფე არჩილი სამარეში წაღებული არაადამიანური ტკივილით

10 ივნისი, 2018

მეფე არჩილის წერილი ამსტერდამის მერს ნიკოლას ვიტსენს– ღმერთმა აცხონოს მეფე პოეტი, ორი დღეა მის თავგადასავალს ვკითხულობ და ღამეები არ მასვენებს ამ უსამშობლოდ გადახვეწილი დიდი ქართველის უნუგეშობა, ოჯახური ტრაგედია და სამარეში წაღებული არაადამიანური ტკივილი, – ასე ახასიათებს ისტორიკოსი გიორგი კალანდია მეფე არჩილს და მის მიერ ამსტერდამის მერის ნიკოლას ვიტსენისადმი მიწერილ წერილს ასაჯაროვებს:

„მოგიკითხავ ვითარცა მეგობარსა შემეცნებულსა ჩემსა. მერმე გავიგონეთ… რომე თქვენ გარჯილხართ ჩვენის გულისათვინ და ჩვენის ენის წიგნის ბეჭედს გვიჭრევინებთ… ჩვენ ამ საქმისათვის დიდად გავიხარეთ, თქვენი მადრიელი შევიქნებით. ამ საქმისათვის ვინებეთ ჩვენის სიყვარულისა და მადლის წიგნის მოწერა… მოველით შენის სიკეთისაგან, აწ არ დააგვიანოთ, რომ საღმთო საქმის ყენება არა ხამს“.

მეფე არჩილის წერილი ამსტერდამის მერს ნიკოლას ვიტსენს