22 ივნისი, 2018

ნიკა ნიკვაშვილი: “დაანებეთ ამ საწყალ მუსიკას თავი!”

ნიკა ნიკვაშვილი: "დაანებეთ ამ საწყალ მუსიკას თავი!"– ქუჩის ზოგი მუსიკოსი მოქალაქეებს ყურს ვნებს, – განაცხადა ღამის ეკონომიკის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ და ქუჩის მუსიკოსებისთან დაკავშირებით სიახლეებზე ისაუბრა.

სერგი გვარჯალაძის მოსაზრებამ პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი გააღიზიანა:

“სადაც მართლა საჭიროა, ჯობია ჯერ იქ დაარეგულოროთ! საინტერესოა ყურს არ ვნებს ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ტელევიზიებში ხდება?! ყურს კი არა, შედეგად დაბალი მუსიკალური გემოვნების საზოგადოება და ათასობით გაურკვეველი ე.წ. “მუსიკოსი” მივიღეთ!

დაწყებული სამთავრობო კონცერტებით, დამთავრებული მუსიკალური შოუების და კონკურსების 90% გაცილებით უფრო მავნებელია ყურისათვის, ვიდრე ქუჩის მუსიკოსები! (ყველგან არაპროფესიონალიზმი და ვისაც არ ეზარება მუსიკალურ საკითხებზე გამოთქვამს თავის იდიოტურ, დილეტანტურ აზრს).

პ.ს. იქნებ ყველამ გააკეთოს ის, რაც იცის, (დაანებეთ ამ საწყალ მუსიკას თავი) და ქვეყანასაც რაღაც ეშველება.”