იცით “მე პატარა ქართველი ვარ!” სრულად?

18 ივნისი, 2018

იცით "მე პატარა ქართველი ვარ!" სრულად?“მე პატარა ქართველი ვარ,
კავკასიის მთების შვილი
და განცხრომით სხვაგან ყოფნას
მირჩევნია აქ სიკვდილი!” – ეს ლექსი თითქმის ყველა ბავშვმა ზეპირად იცის, მაგრამ ცოტასთ[ის თუა ცნობილი, რომ ლექსი საკმაოდ ვრცელია და მისი ავტორი მეგრელი თავადი დუტუ ხოშტარიაა.

“არტინფო” გთავაზობთ ლექსის სრულ ვერსიას:

“მე პატარა ქართველი ვარ,
კავკასიის მთების შვილი
და განცხრომით სხვაგან ყოფნას
მირჩევნია აქ სიკვდილი!
ქართლ, კახეთი, იმერეთი,
გურია და სამეგრელო,
რაჭა-ლეჩხუმ-ჯავახეთი და
მესხეთი სასახელო;
ხევი, თუშ-ფშავ, ხევსურეთი,
სვანეთი და აფხაზეთი;
ძველი ტაო, იმერხევი,
საინგილო და ლაზეთი;
მთიულეთი საარაკო და
აჭარის ზღვა და მდელო;
ყველა ჩემი სამშობლოა,
საყვარელი საქართველო,
ქვეყნის თვალი, ეს ქვეყანა
ღვთის მშობლისა არის
წილი
ბევრ მწარე დღეს მოსწრებია
და უნახავს ბევრიც ტკბილი,
ხან თუ მტერი აოხრებდა,
იყო მღვრელი ცრემლის ცხარის;
ბრწყინვალე დროც დადგომია,
დრო, დავითის და თამარის,
მე პატარა ქართველი ვარ,
სახელოვან ერის შვილი
და მსურს მერგოს სასახელო
მე სიცოცხლე და
სიკვდილი!”