ეთერ კაკულია – არც ისეთი მხიარული და კისკისა, როგორც ჩანდა

26 ივნისი, 2018

ეთერ კაკულია - არც ისეთი მხიარული და კისკისა, როგორც ჩანდათუკი ერთხელ მაინც შეხვედრიხართ მომღერალ ეთერ კაკულიას, შეუძლებელია მისი სიცოცხლით სავსე პიროვნების დავიწყება.

მუდამ მხიარული და ენერგიული მომღერლის უკან სევდიანი ქალბატონი იმალებოდა, თუმცა თავის პრობლემებს არასდროს არავის ახვევდა თავს.

ეთერ კაკულიას მისი მეგობარი მამუკა ლომაშვილი იხსენებს:

“დღეს ეთოს გარდაცვალების დღეა. მინდა მოვიგონო ეს დიდი ადამიანი… ჩემი მეგობარი და “კლასელი”. რამდენი რამ მაქვს მისგან ნასწავლი… დიდი მეგობრობა იცოდა. ამ საქმეში პელეზეც მეტი იყო… უზიმოდ უყვარდა ადამიანები და ყველაფერს აკეთებდა, რომ მის გარშემო ყველას ბედნიერად ეგრძნო თავი. იყო უზომოდ განათლებული, საღამობით რომ მირეკავდა, ყოველ ჯერზე ახალი წიგნი ჰქონდა გადაშლილი და რაღცეებს მეც მიყვებოდა ხოლმე. ბოლოს ენციკლოპედიის მესამე “კრუგზე” წავიდა.

განსაკუთრებული ადამიანი იყო, არც ისეთი მხიარული და კისკისა გოგო იყო, როგორც ჩანდა მაგრამ… ამას არასდროს არ შეამჩნევინებდა სხვას… რამდენი რამ მახსენდება და თან მეცინება… აბა სხვანაირად როგორ იქნება… ჭეშმარიტად სახალხო არტისტი და კოლორიტი ეთერ კაკულია, რომელიც ყოველთვის დარჩება ჩვენთან ერთად…

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. მე კი მოსაგონარიც და გასახსენებელიც ბევრი დამრჩა… მე ასეთი მეგობარი მყავდა – გულწრფელი და რაღაცნაირად განსხვავებული, ყურადღებიანი და მზრუნველი.”