ადამიანების შეცნობის საუკეთესო რჩევა გურამ დოჩანაშვილისგან

24 ივნისი, 2018

ადამიანების შეცნობის საუკეთესო რჩევა გურამ დოჩანაშვილისგან – ადამიანი რომ გაიცნო კარგად, ერთი ფუთი მარილი უნდა შეჭამოო, – ასე უთქვამთ ბრძენებს, თუმცა მწერალი გურამ დოჩანაშვილი ადამიანის შეცნობისთვის ასეთ რჩევას გვაძლევს:

“იცოდე, თუ გსურს, გაიგო, შენს ირგვლივ მყოფთაგან ვინ როგორია, რაიმე ცუდი ჩაიდინე, ოღონდ ისეთი კი არა, ქვეყანა რომ დააქციო, არა, მცირედი, გაგიჭირდება თუ რა შენ ეს, გერასიმე – ხანდახან განგებ რაიმე სისულელე წამოროშე, მოკლედ, ილაპარაკე მოფიქრებულად და ვინც ყველაზე სულელია, ყველაზე მეტად გაიოცებს, ის წავა, მოჰყვება ათასგან შენსას, თავისი თავი რომ აღიმაღლოს, ანდა გერასიმე, ღმერთმა დაგვიფაროს და შენისთანა გამოსული კაცი უხამსი ფოტოსურათების შეგროვებას თუ დაიწყებ, ყველაზე მრუში ვინცაა, სხვების დასანახად ყველაზე მეტად ის აღშფოთდება, ეს იმიტომ, რომ რა ქნას… იმანაც – ჩვენ, ადამიანების დიდ უმეტესობას, რატომღაც გვინდა, მუდამ იმაზე უკეთესები ვჩანდეთ, ვიდრე სინამდვილეში ვაგდივართ. მაგრამ მსგავს შემთხვევებში მიუხედავად აღშფოთებისა, სინამდვილეში ვიყიდებით უფრო, ტკბილო.”